ნიკა ჩიტაძე - ტერორიზმის საფრთხე საქართველოშიც არსებობს

© photo: courtesy of Nika Chitadzeექსპერტი ნიკა ჩიტაძე
ექსპერტი ნიკა ჩიტაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ისლამური სახელმწიფოს" სამიზნეს პირველ რიგში ევროპული სახელმწიფოები წარმოადგენს, მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს.
ნიკა ჩიტაძე - ტერორიზმის საფრთხე საქართველოშიც არსებობს

საერთო ჯამში ტერორიზმი გლობალური პრობლემაა და მისი საფრთხე, რა თქმა უნდა, საქართველოშიც არსებობს. ამ ეტაპზე ე.წ. "ისლამურ სახელმწიფოს" მიზანში ევროპული სახელმწიფოები აქვს ამოღებული, მათ შორის, დიდი ბრიტანეთი, რომელიც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძალიან აქტიურად მონაწილეობს", — აღნიშნა ნიკა ჩიტაძემSputnik საქართველოსთან" საუბრისას.

ტერაქტი ლონდონის ხალხმრავალ და ტურისტებს შორის პოპულარულ ადგილზე გუშინ, თბილისის დროით 18:40 საათზე მოხდა: ვესტმინსტერის ხიდზე მოძრავი ავტომობილი ტროტუარზე ავიდა და რამდენიმე ადამიანს დაეჯახა, შემდეგ კი გზა პარლამენტის შენობისკენ განაგრძო. პოლიციამ შეაჩერა თავდამსხმელი, თუმცა მან ერთ-ერთი პოლიციელის დანით დაჭრა მოახერხა. სამართალდამცველი მოგვიანებით გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ტერაქტის შედეგად დაღუპულია 4 და დაშავებულია 40 ადამიანი. რაც შეეხება ტერორისტს, ის სხვა პოლიციელმა მოკლა.

ყველა ახალი ამბავი
0