იზორია: პატივი გვაქვს, მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა ნატოს წევრი ქვეყნებისგან

© AFP 2024 / VANO SHLAMOVМинистр обороны Грузии Леван Изория
Министр обороны Грузии Леван Изория - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ნატო–საქართველოს საბჭოს და ნატოს მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების შესახებ საუბრობს.
იზორია: პატივი გვაქვს, მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა ნატოს წევრი ქვეყნებისგან

„საქართველო ნატოს ერთადერთი არაწევრი ქვეყანაა, რომელთანაც კომისიის ფარგლებში შეხვედრა გაიმართება. ჩვენ ამის დიდი პატივი გვაქვს, რათა წარვადგინოთ ჩვენი რეფორმების შესახებ ინფორმაცია, მივიღოთ მაქსიმალური მხარდაჭერა ნატოს წევრი ქვეყნებისგან“, — ამბობს იზორია.

მინისტრის თქმით, იგი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნატოს გენერალურ მდივანთან და საერთაშორისო უშიშროების საკითხებში აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწესთან. ორმხრივი შეხვედრები გაიმართება ასევე ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებთან.

ყველა ახალი ამბავი
0