გვიდიანი: მთავრობის გადაწყვეტილებების გამო ინფლაციის ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა

© FB/Andria Gvidianiანდრია გვიდიანი
ანდრია გვიდიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წლის იანვარში ინფლაციის მაჩვენებელის ზრდა ნავთობპროდუქტებზე და თამბაქოზე აქციზის განაკვეთის მატებამ გამოიწვია, მიაჩნია „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის“ ანალიტიკოსს ანდრია გვიდიანს.
გვიდიანი: მთავრობის გადაწყვეტილებების გამო ინფლაციის ზრდა მოულოდნელი არ ყოფილა

ინფლაციის მაჩვენებლის ზრდა სიურპრიზი არავისთვის ყოფილა და ეს ეროვნული ბანკის ანგარიშშიც არის ასახული. აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ ეროვნულმა ბანკმა პროცესები თავისი მონეტარული პოლიტიკის მეშვეობით გააკონტროლოს“, — აცხადებს ანდრია გვიდიანი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ ცნობით, 2017 წლის იანვარში საქართველოში ინფლაციის დონემ, წინა თვესთან შედარებით, 2,9% შეადგინა. წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით კი სამომხმარებლო ფასების ინდექსი 3,9%-ით გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0