ნიკოლოზ ანთიძე: ეს პროექტი საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია

გამოწერა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ახალი პროექტის შესახებ გვესაუბრება.
ნიკოლოზ ანთიძე: ეს პროექტი ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის

„ჩვენი მეშვეობით მსოფლიო ბანკი და იუნესკოს კომიტეტი პარტნიორი ორგანიზაციები გახდნენ. სამუშაოები კონტრაქტითაა გათვალისწინებული. მსოფლიო ბანკი გარკვეულ თანხებს უხდის იუნესკოს კომიტეტს იმისთვის, რათა საქართველოში წინასწარ გადაიხედოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ჩამონათვალში წარსადგენი ძეგლების სია და გაგვიწიონ რეკომენდაცია, თუ რომელი ძეგლია დღეს მზად იმისთვის, რომ დავიწყოთ მუშაობა მის წარდგენაზე“, – ამბობს ანთიძე.

ნიკოლოზ ანთიძის თქმით, ეს საკმაოდ პოზიტიური ფაქტია და ამით ბევრი ქვეყანა არ არის განებივრებული. მისი ინფორმაციით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს წინასწარი ნუსხის რეკომენდაციები თვის ბოლოს ექნება.

ყველა ახალი ამბავი
0