16:28 12 დეკემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
ვასილ მაღლაფერიძე
© FB/ 2030

ვასილ მაღლაფერიძე: საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჯერჯერობით არც ერთი გადაცემა არ იხურება

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
1901

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ არხის სამომავლო გეგმები სპეციალურ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.

„მინდა დასაწყისშივე მოვსპო ის აჟიოტაჟი, თითქოს ჩვენ ვიღაცის მოხსნას ვაპირებთ, ან თითქოს რაღაცეების დახურვას ვაპირებთ. ასეთი არც განზრახვა გვაქვს, არც სურვილი და, რაც მთავარია, კანონმდებლობიდან გამომდინარე ამის უფლებამოსილებაც არა გვაქვს“, — განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.

მისი თქმით, არხზე კრიზისი სხვადასხვა მიმართულებით არსებობს. ამ კრიზისიდან გამოსასვლელად კი საჭიროა მოხდეს მაუწყებლის ყველა პლატფორმაზე ყველა გადაცემის და წარმოების შეჩერება, გარდა საინფორმაციო გამოშვებისა.

მთავარი თემები