კახა კუკავა: სასამართლოს სანქცია ფორმალობაა

გამოწერა
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება საქართველოში კონსტიტუციით მხოლოდ ფორმალურად არის დაცული, მიაჩნია ოპოზიციური პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერს კახა კუკავას.
კახა კუკავა: სასამართლოს სანქცია ფორმალობაა

„იმისთვის, რომ უშიშროების სამსახურმა განახორციელოს სატელეფონო საუბრების მოსმენა, მას სჭირდება სასამართლოს სანქცია. მაგრამ ტექნიკურად, თანამედროვე კომუნიკაციის პირობებში, მას შეუძლია ეს პროცედურა მის გარეშეც განახორციელოს, რადგან მობილური სატელეკომუნიკაციო კომპანიების სერვერებზე წვდომა აქვს“, — აღნიშნა კახა კუკავამ.

Human Rights Watch-ის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სახელმწიფო უშიშროების სამსახურების თავისუფალმა წვდომამ სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ქსელებზე რისკის ქვეშ დააყენა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება. 

ყველა ახალი ამბავი
0