გიორგი სეხნიაიძე: ამ ყველაფრის დაკარგვა, ჩემი აზრით, ეროვნების დაკარგვის ტოლფასია

© FB/Giorgi Sexniaidzeგიორგი სეხნიაიძე
გიორგი სეხნიაიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მთებში უამრავი სამკურნალო მცენარე ხარობს, თუმცა მათი გარჩევა საკმაოდ რთულია. გიორგი სეხნიაიძე „Sputnik–საქართველოს” სამკურნალო მცენარეების შესახებ ესაუბრა.
გიორგი სეხნიაიძე: ამ ყველაფრის დაკარგვა, ჩემი აზრით, ეროვნების დაკარგვის ტოლფასია

„ბავშვობაში ბებოს დავყავდი მცენარეების შესაგროვებლად. როცა წამოვიზარდე, მათი სამკურნალო თვისებებით დავინტერესდი. ჩვენ გვაქვს უნიკალური სახეობები, რომლებიც არაფრად მიგვაჩნია და რომლებიც ქიმიური პრეპარატებით არის ჩანაცვლებული, რაც, ვფიქრობ, არ არის სწორი მიდგომა“, – ამბობს სეხნიაიძე.

გიორგი სეხნიაიძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მე–2 კურსის სტუდენტია. წლების წინ იგი ბებიასთან ერთად თუშეთის მთებში სამკურნალო, ასევე შესაღებად საჭირო მცენარეებს აგროვებდა. დროთა განმავლობაში მისი ინტერესი მცენარეების მიმართ გაიზარდა. დღეს იგი რამდენიმე სახეობის მთის სამკურნალო, სურნელოვან ჩაის აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0