ნანა მიქავას წყლით ქარგვის საიდუმლო

© FB/ Nana Miqava-Gelashviliწყლით ქარგვა: ბეღურები
წყლით ქარგვა: ბეღურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნანა მიქავა ხელსაქმით წლების წინ დაინტერესდა. დღეს ქარგვის უამრავ სახეობას ფლობს და მნახველებს მისი ნამუშევრებით აოცებს. ქალბატონი ნანა გვესაუბრება ქარგვის სახეობაზე, მათ შორის წყლით ქარგვის თავისებურებებზე.
ნანა მიქავას წყლით ქარგვის საიდუმლო

„თავიდან რთული გეჩვენება, მაგრამ მერე გიადვილდება. ცოტა მონაცემებიც უნდა გქონდეს, ალბათ, და მონდომებაც. უნდა გრძნობდე ფერებს, სული უნდა შთაბერო ნაქარგს, რომ ბუნებრივად გამოიყურებოდეს“, – აცხადებს ნანა მიქავა.

ნანა მიქავა თვითნასწავლი ხელოვანია. დამოუკიდებლად დაეუფლა ჯვრულ, ტრადიციულ ნაქარგობას, წყლით ქარგვას, გობელენს; ატლასითა და ლენტებით ქმნის უმშვენიერეს პეიზაჟებსა და ნატურმორტებს.

ყველა ახალი ამბავი
0