ვეკუების ოჯახის შემზარავი ტრაგედია

© FB/ სოციალური პარტნიორობავეკუების მრავალშვილიანი ოჯახი
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვეკუების მრავალშვილიანი ოჯახის ტრაგედიის შესახებ ქართველმა მკითხველმა „Sputnik–საქართველოს” საშუალებით გაიგო. კეთილი ადამიანების დახმარებით ჩვენ შვიდ ობოლ ბავშვს ოცნება ავუხდინეთ და საახალწლო საჩუქრები, ტკბილეული, ტანსაცმელი, ფულადი თანხა და ნოუთბუქი გადავეცით.
ვეკუების ოჯახის შემზარავი ტრაგედია

„ბავშვები ვერ ივიწყებენ დედის ამბავს. პატარა დღემდე კითხულობს, ჩემი დედა სად არისო. რომ გავუწყრები, ტირის და დედა მინდაო, ამბობს. გული მიკვდება, სად არის დედა? ისედაც გასაცოდავებული ცხოვრება აქვთ. ჩემი მოფერებითა და გვერდით დგომით ვცდილობ, ეს ტკივილი გადავატანინო“, – განაცხადა რუსლან ვეკუამ ჩვენთან საუბრისას.

რუსლან ვეკუა მარტოხელა მამაა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ შვიდ მცირეწლოვან ბავშვს მარტო ზრდის.

ყველა ახალი ამბავი
0