21:55 22 იანვარი 2018
პირდაპირი ეთერი
პაატა ბაირახტარი
© Photo: courtesy of Paata Bairakhtari

აფბა: ინვესტორებისთვის ტოპ-ათეულში ქვეყნის მოხვედრა პოზიტიური სიგნალია

რადიო
მოკლე ბმულის მიღება
26 0 0

საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების ათეულში მოხვედრა, სადაც ბიზნესის კეთება მარტივია, აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი პაატა ბაირახტარი.


„ბოლო პერიოდში საკმაოდ მერყევი ეროვნული ვალუტის ფონზე იმ ქვეყნების ათეულში მოხვედრა, სადაც ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, პოზიტიური გზავნილია როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინვესტორებისთვის“, — აცხადებს პაატა ბაირახტარი.

„მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ Facebook-გვერდზე ვრცელდება ვიდეო, სადაც ბიზნესის დაწყებისთვის საუკეთესო ქვეყნებია წარმოდგენილი. ვიდეორგოლის მიხედვით, საქართველო ტოპ-ათეულში მე-8 ადგილს იკავებს და წინ უსწრებს ირლანდიასა და სომხეთს.

მთავარი თემები