კალანდაძე: საქართველო და რუსეთი საქონელბრუნვის მონიტორინგზე უნდა შეთანხმდნენ

© FB/LEVAN KALANDADZEლევან კალანდაძე
ლევან კალანდაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის შეთანხმება ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განვითარებისთვის არის საჭირო, მიაჩნია ეკონომისტ ლევან კალანდაძეს.
კალანდაძე: საქართველო და რუსეთი საქონელბრუნვის მონიტორინგზე უნდა შეთანხმდნენ

საქართველოსა და რუსეთს საბაჟო ტვირთბრუნვის აღრიცხვის ერთიანი სისტემა არ აქვთ, ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებისთვის კი საბაჟო ინფორმაციის გაცვლაა საჭირო. 

 

რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი პრაღაში საქართველო-რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგის შეთანხმებაზე იმსჯელებენ. საქართველო–რუსეთის საზღვარზე საქონელბრუნვის მონიტორინგზე შეთანხმების პირობების შესახებ მოლაპარაკებებს საქართველოს მთავრობა და შვეიცარიული კომპანია SGS აწარმოებდნენ. 


ყველა ახალი ამბავი
0