„ის, რასაც დღეს ვაკეთებ, კლასიკური ანიმაციაა. ადრე, მოგეხსენებათ, კომპიუტერული გრაფიკის არარსებობის გამო, ყველაფერი ხელით კეთდებოდა. ანიმაციის მთლიანი ჯაჭვი პირადად მაქვს გამოცდილი და ეს ძალიან სასიამოვნო პროცესია, თუმცა შრომატევადია“, — აცხადებს „Sputnik” — თან საუბრისას ლევან ტუღუში — იგივე ლევ ტოგოსი.
ლევან ტოგოსი ფოტოგრაფიაში რამდენიმე საინტერესო პროექტის ავტორია, ბოლო დროს საკუთარ ლექსებზე აგებული ვიდეორგოლების დამზადებითაა დაკავებული.