ხატწერა ერთგვარი ლოცვაა

ხატწერა ერთგვარი ლოცვაა
გამოწერა
ხატმწერი ირაკლი ლიჩელი:“ზოგადად, ყველა კარგ საქმეს განსაცდელი ახლავს. როგორც ადამიანი გრძნობს ღვთის შემწეობას, ასევე არის ხელშეშლა ბოროტის მხრიდან. რა თქმა უნდა, მსგავსი შინაგანი განცდები მეც მქონდა, თუმცა, ღვთის წყალობით, ამის დაძლევა შევძელი“.

ირაკლი ლიჩელმა თბილისის სასულიერო აკადემიის ხატწერისა და  რესტავრაციის ფაკულტეტი დაამთავრა. მის მიერ დაწერილი მრავალი ხატია დაბრძანებული საქართველოს თუ მის ფარგლებს გარეთ არსებულ ტაძრებში. ამჟამად სურამისა და ხაშურის ეპარქიაში ხატწერის სახელოსნოს უძღვება და ყველაზე მეტ დროს სწორედ იქ ატარებს. პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწევა და საკუთარ გამოცდილებას სხვებს უზიარებს. კმაყოფილია, რომ ხატწერაში ნიჭიერი თაობა მოდის…"აუცილებელია იმ წმინდანის ცხოვრება იცოდე, ვის ხატსაც წერ, რადგან თუ ეს ყველაფერი არ გაითავისე, სასურველ შედეგს ვერ მიიღებ“,- აღნიშნა ჟურნალისტ თამარ გერლიანთან საუბარში ირაკლი ლიჩელმა. სასწაულებზე ყურადღებას ნაკლებად ამახვილებს. ფიქრობს, რომ ეს საფრთხილო საკითხია. მიაჩნია,რომ სასწაულიც და განსაცდელიც რწმენაში განსამტკიცებლად ევლინება ადამიანს.

ხატწერა ერთგვარი ლოცვაა

ყველა ახალი ამბავი
0