ქართული დამწერლობა — ანბანური დამწერლობა რომელსაც იყენებს ქართული ენა და მისი მონათესავე ქართველური ენები, ასევე დროგამოშვებით სხვა კავკასიური ენებიც (მათ შორის ოსური და აფხაზური ენები 1940-იან წლებში).

თანამედროვე ქართულ ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი თანამედროვე ქართულში აღარ გამოიყენება.

ქართლის ცხოვრების თანახმად, ქართული დამწერლობა იბერიის პირველმა მეფემ ფარნავაზმა შექმნა.

ქართული დამწელობა შედგება სამი ისტორიული სახისაგან, სისტემისაგან: ასომთავრული (ხუცური ასომთავრული, მრგვლოვანი, მთავრული), ნუსხური (ხუცური, ნუსხა-ხუცური, კუთხოვანი) და მხედრული. თითოეულ მათგანს თავისი გრაფიკული დამახასიათებელი სტილი აქვს.

მასალები
პერიოდის არჩევა
კიდევ 20 მასალა
  • ერთი კვირა
  • ერთი თვე
  • ერთი წელი
  • ყველა
ყველა ახალი ამბავი
0