რამ მიიყვანა საქართველო კრიზისამდე პანდემიის დროს - ექსპერტების თვალსაზრისი

© Sputnik / Alex Shlamovპრესკონფერენციაზე თემაზე „საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში“
პრესკონფერენციაზე თემაზე „საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში“ - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
გამოწერა
რატომ არის ქვეყანა სოციალურ-ეკონომიკურ კოლაფსში და რამდენად მნიშვნელოვანია ახლა აქცენტის გაკეთება ბუნებრივ რესურსებზე, ამის შესახებ ეკონომიკის წამყვანმა ექსპერტებმა ისაუბრეს

თბილისი, 18 თებერვალი – Sputnik. პანდემიის დროს ყველაზე ძლიერი ეკონომიკური ჩავარდნა მოხდა იმ ქვეყნებში, რომლებიც ფსონს ტურიზმზე დებდნენ. ასეთი დასკვნა გამოიტანეს ექსპერტებმა პრესკონფერენციაზე თემაზე „საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში“, რომელიც „Sputnik-საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართა.

პრესკონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს ბიზნეს–აკადემიის წევრი რომან რურუა და პროფესორი, საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი პაატა გიორგაძე.

© Sputnik / Alex Shlamovპრესკონფერენციაზე თემაზე „საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში - პროგნოზები“
რამ მიიყვანა საქართველო კრიზისამდე პანდემიის დროს - ექსპერტების თვალსაზრისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
პრესკონფერენციაზე თემაზე „საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში - პროგნოზები“

„პანდემიის გამო საფინანსო ინსტიტუტებმა მთლიანად შეწყვიტეს საქმიანობა, მსოფლიო ეკონომიკა თავდაყირა დადგა. ძირითადად, ყველაზე მეტად დაზარალდნენ ის ქვეყნები, რომლებიც ტურიზმზე იყვნენ ორიენტირებული. საქართველო ამ დროისათვის უმძიმეს სოციალურ-ეკონომიკურ კოლაფსს განიცდის“, - განაცხადა გიორგაძემ.

„კომენდანტის საათის“ გაუქმება ჯერ არ ღირს – ნათია თურნავა >>

ექსპერტების თქმით, საქართველომ შექმნილი სიტუაციიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს და ქვეყანაში საქმიანობის სხვა სახეობები განავითაროს. ითქვა, რომ მნიშვნელოვანია გაკეთდეს აქცენტი ბუნებრივ რესურსებზე, რომლებიც დიდი შესაძლებლობების მატარებელია.

© Sputnik / Alex Shlamovპაატა გიორგაძე. პრესკონფერენციაზე თემაზე „საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში - პროგნოზები“
რამ მიიყვანა საქართველო კრიზისამდე პანდემიის დროს - ექსპერტების თვალსაზრისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
პაატა გიორგაძე. პრესკონფერენციაზე თემაზე „საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში - პროგნოზები“

რომან რურუამ პანდემიას საკრალური მნიშვნელობა მიანიჭა და განაცხადა, რომ ბუნება ადამიანს სამაგიეროს უხდის მთელი იმ ვანდალიზმისათვის, რომლითაც ის მთელი თავისი არსებობის განმავლობაში ეპყრობოდა.

„გავიგუდეთ“: რუსთავში გარემოსდაცვითი კანონის უსწრაფეს ამოქმედებას მოითხოვენ >>

„პანდემია - ეს არის ბუნების კანონზომიერება, რადგან ბუნება - ეს არის თავდაცვის სამინისტრო. ბუნება არის ღმერთი, ჩვენ კი ამ ღმერთს ვუპირისპირდებით. ბოლოსდაბოლოს, ის ვერ გაუძლებს და გაგვანადგურებს“, - განაცხადა მან.

© Sputnik / Alex Shlamovრომან რურუა. პრესკონფერენციაზე თემაზე „საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში - პროგნოზები“
რამ მიიყვანა საქართველო კრიზისამდე პანდემიის დროს - ექსპერტების თვალსაზრისი - Sputnik საქართველო, 1920, 18.02.2021
რომან რურუა. პრესკონფერენციაზე თემაზე „საქართველოს ეკონომიკა პოსტპანდემიურ პერიოდში - პროგნოზები“

რურუას თქმით, კაცობრიობამ დედამიწაზე ცოცხალი ბუნების 77% გაანადგურა და ახლა ბუნება დარჩენილ 23%-ს იცავს.

სუბსიდიის გარეშე პურის ფასი ვერ შენარჩუნდება: პურის მცხობელთა ასოციაცია >>

კორონავირუსის პანდემიამ საქართველოს ეკონომიკის თითქმის ყველა სფეროს დიდი დარტყმა მიაყენა. მოსახლეობის დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა, ბიზნესი სტაგნაციას განიცდის და თვითგადარჩენის გზებს ეძებს. პანდემიის შედეგების შესამსუბუქებლად 2020 წლის აპრილში მთავრობამ მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარების აღმოსაჩენად ანტიკრიზისული გეგმა დაამტკიცა, რომელიც დღემდე და რამდენიმე ეტაპად ხორციელდება.

ყველა ახალი ამბავი
0