„ძაფი, რომელიც საქართველოს რუსულ კულტურასთან აკავშირებს“ - ახალი წიგნების სერია გამოიცა

© Sputnik / Vladimir Umikashvili"რუსები საქართველოში"
რუსები საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირი „რუსული კლუბის“ ახალი გამოცემებისა და ახალი გმირების შესახებ სპიკერებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს

თბილისი, 11 მარტი - Sputnik. წიგნების ცნობილმა სერიამ „რუსები საქართველოში“, რომელიც მკითხველს მოუთხრობს საქართველოსთან დაკავშირებულ გამოჩენილ რუს ხელოვანებზე, 30-ე საიუბილეო გამოცემა წარმოადგინა, რომელიც ეძღვნება მხატვრებს გრიგორი გაგარინსა და ალექსანდრა კოსტურინა-თავაძეს, პოეტ ანდრეი ვოზნესენსკის, ასევე, ლეგენდარულ მომღერალ თეოდორ შალიაპინს. 

მიკროფონი - Sputnik საქართველო
ახალი წიგნების პრეზენტაცია სერიიდან „რუსები საქართველოში“

ახალ წიგნებზე „Sputnik-საქართველოს“ მულტიმედიურ პრესცენტრში ისაუბრეს ლიტერატორებმა, რომლებიც უშუალოდ მუშაობდნენ გამოცემებზე: „რუსები საქართველოში“ სერიის კოორდინატორი, გრიბოედოვის სახელობის თეატრის ლიტერატურული ნაწილის ხელმძღვანელი ნინა ზარდალიშვილი-შადური, ჟურნალ „რუსული კლუბის“ მთავარი რედაქტორის მოადგილე ვლადიმერ გოლოვინი, მხატვარი-გრაფიკოსი, იუნისეფის სამხატვრო კონკურსის ლაურეატი ოლესია თავაძე, ჟურნალისტი, სცენარების ავტორი, რედაქტორი, პუბლიცისტური და ლიტერატურული გადაცემების რადიოწამყვანი მარინა მამაცაშვილი, პოეტი მზია ხეთაგური და მთარგმნელი ირინე გოჩაშვილი.

© Sputnik / Vladimir Umikashviliახალი წიგნების პრეზენტაცია სერიიდან „რუსები საქართველოში“
„ძაფი, რომელიც საქართველოს რუსულ კულტურასთან აკავშირებს“ - ახალი წიგნების სერია გამოიცა - Sputnik საქართველო
ახალი წიგნების პრეზენტაცია სერიიდან „რუსები საქართველოში“

 „უყვარდათ, მეგობრობდნენ, მოღვაწეობდნენ საქართველოში“

ნინა ზარდალიშვილი-შადურის თქმით, ოცდამეათე წიგნის გამოსვლა ყველასთვის პატარა იუბილედ იქცა. „იდეა გაჩნდა ერთდროულად უბრალოდ და რთულადაც. უბრალოდ - იმიტომ, რომ თითქოს ჰაერში ტრიალებდა. ის, რომ საქართველოსა და რუსეთს მენტალურად უმჭიდროესი მრავალსაუკუნოვანი ურთერთობა აკავშირებთ, ყველასთვის ცნობილია. თითქოს ღმერთმა შთაგვაგონა ასეთი სერიის გამოცემა“, - აღნიშნა ზარდალიშვილმა-შადურმა.  

© Sputnik / Vladimir Umikashviliნინა ზარდალიშვილი–შადური
„ძაფი, რომელიც საქართველოს რუსულ კულტურასთან აკავშირებს“ - ახალი წიგნების სერია გამოიცა - Sputnik საქართველო
ნინა ზარდალიშვილი–შადური

სხვადასხვა სირთულის მიუხედავად, ხუთი წლის წინ სერიის პირველმა ოთხმა წიგნმა დღის სინათლე იხილა. ისინი ეძღვნებოდა ბორის პასტერნაკს, ანდრეი კრასნოვს, პეტრე ჩაიკოვსკისა და ნატალია ბურმისტროვას.

 „კონკრეტულად რომელი რუსები საქართველოში? ამ არჩევანის გაკეთების კრიტერიუმი ძალიან მარტივი იყო, ვინაიდან წიგნები ეძღვნება რუსული კულტურის იმ გამოჩენილ მოღვაწეებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ, მეგობრობდნენ, მოღვაწეობდნენ, ქმნიდნენ და ძალიან უყვარდათ ეს ქვეყანა“, - აღნიშნა ზარდალიშვილმა-შადურმა.

 „რუსები საქართველოში“

სერიის ერთ-ერთი ავტორის, ვლადიმერ გოლოვინის თქმით, წიგნების უმეტესობა, რომლებიც მან პროექტის ფარგლებში დაწერა, ეფუძნებოდა ჟურნალ „რუსული კლუბის“ სხვადასხვა დროის ნარკვევებს. მათ ერთი რამ აერთიანებდა - რუსები საქართველოში.

გოლოვინმა გაიხსენა სახალისო ისტორია საკუთარი ცხოვრებიდან, რომლის შემდეგაც მან გადაწყვიტა ნარკვევის შექმნა მხატვარ გრიგორი გაგარინზე. ერთხელაც ის თავისუფლების მოედანზე სეირნობდა, როდესაც დაინახა ტურისტული ჯგუფი, რომლის ექსკურსიამძღოლიც დამთვალიერებლებს თავადიშვილ გაგარინზე ესაუბრებოდა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliვლადიმირ გოლოვინი
„ძაფი, რომელიც საქართველოს რუსულ კულტურასთან აკავშირებს“ - ახალი წიგნების სერია გამოიცა - Sputnik საქართველო
ვლადიმირ გოლოვინი

 „საწყალი ტურისტები ისმენდნენ, როგორ  მოიხიბლა თავადი გაგარინი საქართველოთი ისე, რომ გაწყვიტა ყველანაირი კავშირი რუსეთთან, დარჩა აქ და აქვე გარდაიცვალა. ეს სრული ბოდვაა. გადავწყვიტე, რომ ამ ადამიანზე რამე მაინც დამეწერა“, - აღნიშნა გოლოვინმა.  

რაც შეეხება წიგნის მეორე გმირს - მომღერალ თეოდორ შალიაპინს - გოლოვინი დარწმუნებულია, რომ შალიაპინი თბილისის წინაშე ვალშია.

„შალიაპინი - არის დიადი, ღვთით ბოძებული ნიჭის პატრონი, მაგრამ რომ არა ეს ქალაქი, იგი გააგრძელებდა სიმღერას მეორეხარისხოვან დაწესებულებებსა და რესტორნებში. მხოლოდ ამ ქალაქში შენიშნეს და დაამუშავეს მისი ნიჭი“, - ფიქრობს გოლოვინი.

 „მან ჩემს გულში დაისადგურა“

გოლოვინის ნათქვამს იმის თაობაზე, რომ წიგნი ნარკვევებიდან იბადება, დაეთანხმა მარინა მამაცაშვილიც. მან დაწერა წიგნი მხატვარ ალექსანრდა კოსტურინა-თავაძეზე და, თავად აღნიშნავს, ბოლომდე გაითავისა მხატვარი ქალის ბედი.

© Sputnik / Vladimir Umikashviliმარინა მამაცაშვილი
„ძაფი, რომელიც საქართველოს რუსულ კულტურასთან აკავშირებს“ - ახალი წიგნების სერია გამოიცა - Sputnik საქართველო
მარინა მამაცაშვილი

 „თავდაპირველად იყო ნარკვევი ჟურნალში, შემდეგ იმდენად გამიტაცა ამ ქალბატონის ცხოვრებამ და ხასიათმა, გავიფიქრე, რომ მიუხედავად მწირი წყაროებისა და მასალებისა, ამ თემას უყურადღებოდ ვერ დავტოვებდი. მან ჩემს გულში დაისადგურა“, - აღნიშნა მამაცაშვილმა.

© Sputnik / Vladimir Umikashviliოლესია თავაძე
„ძაფი, რომელიც საქართველოს რუსულ კულტურასთან აკავშირებს“ - ახალი წიგნების სერია გამოიცა - Sputnik საქართველო
ოლესია თავაძე

მისი სიტყვები წიგნის მთავარი გმირის ქალიშვილმა ოლესია თავაძემაც დაადასტურა. „აქ სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი, მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრა კოსტურინა-თავაძე დედაჩემი იყო. თუმცა როგორც არ უნდა იყოს, ის ჩემთვის ძალიან ძვირფასია“, - აღნიშნა თავაძემ და დასძინა, რომ „რუსული კლუბის“ წყალობით არსებობს რაღაც ძაფი, რომელიც საქართველოს რუსულ კულტურასთან აკავშირებს.

© Sputnik / Vladimir Umikashviliახალი წიგნების პრეზენტაცია სერიიდან „რუსები საქართველოში“
„ძაფი, რომელიც საქართველოს რუსულ კულტურასთან აკავშირებს“ - ახალი წიგნების სერია გამოიცა - Sputnik საქართველო
ახალი წიგნების პრეზენტაცია სერიიდან „რუსები საქართველოში“

„რუსები საქართველოში“ სერიის ფარგლებში უკვე გამოიცა წიგნები, რომლებიც ეძღვნება ლევ ტოლსტოის, ვლადიმერ მაიაკოვსკის, ბორის პასტერნაკს, ოსიპ მანდელშტამს, ნიკოლაი გუმილიოვს, ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკოს, გიორგი ტოვსტონოგოვს და სხვა ნიჭიერ ადამიანებს.

ყველა ახალი ამბავი
0