პრესკონფერენცია: „როგორ გადავჭრათ საქართველოში ლუდომანიის პრობლემა"

© Pixabay / meineresterampe / რულეტკა
რულეტკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
პრესკონფერენცია თემაზე „როგორ გადავჭრათ საქართველოში ლუდომანიის პრობლემა" „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში სამშაბათს, 25 თებერვალს, 13:00 საათზე გაიმართება.

საქართველოში საზოგადოების სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის აზარტული თამაშებისადმი მიდრეკილება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სათამაშო ბიზნესი „გეომეტრიული პროგრესიით" ვითარდება, ქართული ტოტალიზატორების შემოსავლები კი რესტორნებისა და სასტუმროების საერთო ბრუნვას აჭარბებს. არასამთავრობო ორგანიზაციები ამტკიცებენ, რომ საქართველოში 700 ათასი ადამიანი აზარტული თამაშებითაა გატაცებული, ანუ ქვეყნის ყოველი მეხუთე მცხოვრები ლუდომანია (აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული).

ივანე მაჭავარიანი - Sputnik საქართველო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ლუდომანიასთან ბრძოლას გაამკაცრებს

ამასთან, საზოგადოების განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აზარტული თამაშებისადმი არასრულწლოვნების მიდრეკილება. კვლევების თანახმად, თამაშობს 14 წლის მოზარდების 28%, 16 წლის მოზარდებს შორის – 58%, 17 წლის მოზარდებს შორის – 90%.

საქართველოს პარლამენტი უახლოეს პერიოდში საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვას შეუდგება, რომელიც აზარტული თამაშების რეკლამის შეზღუდვას ითვალისწინებს.

რა დადებით შედეგებს შეიძლება ველოდოთ სათამაშო დაწესებულებების რეკლამის აკრძალვით და რა არის საჭირო მოცემული პრობლემის გადასაჭრელად – ამ კითხვებს „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში უპასუხებს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ზურაბ კუკულაძე.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0