პრესკონფერენცია: როგორ გადავჭრათ ხარისხიანი მშენებლობისა და პარკირების პრობლემა თბილისში

გამოწერა
პრესკონფერენცია თემაზე „როგორ გადავჭრათ საცხოვრებელი სახლების ხარისხიანი მშენებლობისა და პარკირების პრობლემა თბილისში" „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში პარასკევს, 7 თებერვალს, 12:00 საათზე გაიმართება.

ხარისხიანად აშენებულ საცხოვრებელ სახლში ბინის შეძენა და საპარკინგე ადგილების არსებობა – დედაქალაქში ეს საკითხები საკმაოდ აქტუალურად ითვლება.

სამწუხაროდ, თბილისელებს ხშირად უწევთ ცხოვრება სახლებში, რომლებიც ექსპლუატაციაში შესული არაა. უფრო მეტიც, მათზე მიღება-ჩაბარების აქტებიც არ არის გაფორმებული. ასეთი ობიექტები დიდ საფრთხეს წარმოადგენს და ეს, შესაძლოა, ცუდ შედეგამდე მივიდეს. ამასთან, ქვეყანაში პრაქტიკულად არ მოქმედებს კანონები, რომელიც მშენებლობის წესებსა და ნორმებს აკონტროლებს.

მშენებლობა - Sputnik საქართველო
როგორ მოაგვარებს მერია დაუსრულებელი მშენებლობების პრობლემას

თბილისში არანაკლებ პრობლემას წარმოადგენს პარკინგის თემა. გზის პირას მჭიდროდ დაპარკინგებული ავტომობილები მნიშვნელოვნად აქვეითებენ ქალაქის ქუჩების გამტარუნარიანობას, რაც ერთ-ერთი მიზეზია „საცობების“, ჰაერის დაბინძურებისა და მოქალაქეების ცხოვრების ხარისხის გაუარესების.

როგორ დავიცვათ მოსახლეობა უხარისხო მშენებლობებისგან და როგორ გადავჭრათ პარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები, ამ და სხვა საკითხებზე ჟურნალისტების დასმულ კითხვებს პასუხს გასცემენ:

- არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს მშენებელთა ლიგის" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე;

- მრავალსართულიანი ავტოსადგომის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელი მალხაზ ცისკარიშვილი.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0