მრგვალი მაგიდა: ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება ეკონომიკის განვითარებისთვის

© Pixabay / Antraniasკარიერი
კარიერი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრგვალი მაგიდა თემაზე „საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტური გამოყენება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის“ შედგება „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 23 დეკემბერს, 12 საათზე.

საქართველომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ეკონომიკის განვითარებისათვის. 2020 წლის ყველაზე აქტუალურ მიმართულებებს შორის არის ბუნებრივი რესურსებისა და სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება და მათი გაყიდვა საზღვარგარეთ.

საქართველო დიდი ხანია ცნობილია ისეთი სასარგებლო წიაღისეულით, როგორიცაა მანგანუმის მადანი და ნახშირი. დღეს სასმელი წყალი საქართველოდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გადის ექსპორტზე. მთავრობა კი გეგმავს შავი ზღვის შელფზე ნავთობის მოპოვება დაიწყოს.

როგორ უნდა მოხდეს ეკონომიკის ამ სფეროს აწყობა და გახდეს ამ მიმართულების განვითარება სტაბილური, რა პრობლემები შეიძლება წარმოიქმნას და რაშია მთავარი სირთულეები – ამ და სხვა საკითხებზე ისაუბრებენ მრგვალი მაგიდის მონაწილეები:

- საქართველოს ბიზნეს-აკადემიის წევრი რომან რურუა;

- საქართველოს საინჟინრო აკადემიის წევრი, პროფესორი პაატა გიორგაძე;

- საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მრგვალი მაგიდის მსვლელობაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც შედგება „Sputnik–საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61. მე-5 სართული, ბლოკი C. ცნობებისათვის დაგვიკავშირდით ტელეფონზე: 555908977.

ყველა ახალი ამბავი
0