პრესკონფერენცია: თბილისში მოდის ინდუსტრიის წარმომადგენლებს დააჯილდოებენ

გამოწერა
World Rising Stars-ის დაჯილდოების ცერემონიის ორგანიზატორთა პრესკონფერენცია "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში ორშაბათს, 14:00 საათზე გაიმართება.

თბილისი 16-21 იანვრის პერიოდში International Beauty Talent and Fashion Awards World Rising Stars-ის რიგით მესამე ღონისძიებას მასპინძლობს, რომელმაც საქართველოს დედაქალაქში ტრადიციულად შეკრიბა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდის სფეროს ყველაზე ცნობილი, წარმატებული ადამიანები.

ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მოდის სამყაროს წარმომადგენლები უზბეკეთიდან, ესტონეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, უკრაინიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, ლატვიიდან, რუმინეთიდან, მონღოლეთიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან, თათრეთიდან, ალბანეთიდან და საქართველოდან. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად Miss and Mister Planet 2019-ის ტოპ-ხუთი გამარჯვებული ჩამოვიდა – აზერბაიჯანის, უკრაინისა და რუმინეთის წარმომადგენლები.

World Rising Stars-ის საინფორმაციო პარტნიორი საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველოა".

ღონისძიების შესახებ დაწვრილებით ისაუბრებენ და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებენ პრესკონფერენციის მონაწილეები:

- სამოდელო სააგენტო „კატრინის" დამფუძნებელი ეკატერინე მგალობლიშვილი;

- თათრეთის (რუსეთი) სილამაზისა და მოდის კონკურსების დირექტორი ნატალია კისელიოვა;

- Miss Planet აზერბაიჯანი - ნიგარ ხასანზადე;

- Miss Planet უზბეკეთი.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik–საქართველოს" პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0