მრგვალი მაგიდა: პოლიტიკური ვითარება საქართველოში – როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან

© Sputnik / Vladimir Umikashviliსაპროტესტო აქცია
საპროტესტო აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველოს“ მულტიმედიურ პრეს-ცენტრში მრგვალი მაგიდა თემაზე „პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში – როგორ გამოვიდეთ კრიზისიდან“ ორშაბათს, 9 დეკემბერს, 16:00 საათზე გაიმართება.

თბილისში ივნისიდან მოყოლებული საპროტესტო აქციები არ წყდება. ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორის ასამბლეაზე რუსეთის სათათბიროს დეპუტატი, კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი გამოჩნდა. იმ დღეს ანტისამთავრობო აქცია არეულობაში გადაიზარდა, პოლიციამ კი ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის, 80 პოლიციელი, 30-ზე მეტი ჟურნალისტი. ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით გამართვა იყო. მაშინ ხელისუფლებამ აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა და კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პირობა დადო.

თუმცა, კენჭისყრის დღეს, 14 ნოემბერს მმართველი პარტიის მაჟორიტარმა დეპუტატებმა აღნიშნულ ინიციატივას მხარი არ დაუჭირეს. მას შემდეგ ოპოზიცია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში საპროტესტო აქციებს მართავს.

მიაღწევენ თუ არა ხელისუფლება და ოპოზიცია კონსესუსს, როგორ იმოქმედებს არასტაბილური პოლიტიკური გარემო ქვეყნის ეკონომიკაზე, როგორ ხედავენ მეცნიერები საქართველოს მომავალს? ჟურნალისტების ამ და სხვა კითხვებს მრგვალი მაგიდის ფორმატში უპასუხებენ:

- გელათის აკადემიის აკადემიკოსი, პარტია „თეთრების“ თავმჯდომარე თემურ შაშიაშვილი;

- მეცნიერებათა დოქტორი, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე გუბაზ მეგრელიძე;

- მეცნიერებათა დოქტორი ჯუმბერ ბოლღაშვილი.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც „Sputnik საქართველოს“ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0