მრგვალი მაგიდა: მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში – შედეგები და პერსპექტივები

© photo: Sputnik / Ramil Sitdikov / გადასვლა მედიაბანკშიმსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი - საფრანგეთი-ხორვატია
მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში. ფინალი - საფრანგეთი-ხორვატია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მრგვალი მაგიდა „მსოფლიო ჩემპიონატი ფეხბურთში რუსეთში - შედეგები და პერსპექტივები" გაიმართება „Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში სამშაბათს, 31 ივლისს, 13:00 საათზე.

წლის მთავარი სპორტული მოვლენაა რუსეთში გამართული მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში, სადაც 32 გუნდი იბრძოდა პლანეტის უძლიერესი ნაკრების სახელისთვის. რა აჩვენა მსოფლიო პირველობის მატჩებმა, როგორია თავად თამაშის განვითარების ტენდენციები?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შეეცდებიან მრგვალი მაგიდის მონაწილე ქართული ფეხბურთის ვეტერანები:

— გია გილიგაშვილი;

— ავთანდილ ქანთარია;

— თეიმურაზ ჩხაიძე;

— საფეხბურთო კლუბ „დინამოს" (თბილისი) სელექციონერი, კლუბ „ვიტ-ჯორჯიას" საფეხბურთო სკოლის მწვრთნელი გელა ბანცური.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც "Sputnik–საქართველოს" მულტიმედიურ პრეს-ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი #61, მე-5 სართული, ბლოკი С. ტელ: 555 90 89 77.

აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com;

ტელ: +995555908977.

„Sputnik-საქართველოს" მულტიმედიური პრეს-ცენტრის ანონსების გამოსაწერად გამოგზავნეთ განაცხადი: media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0