ბრიფინგი: სოციალური პროექტის „ხელი ხელს“ შეჯამება

© Sputnik / Denis Aslanovბრიფინგი უსახლკაროთა უფლებების პრობლემეზე
ბრიფინგი უსახლკაროთა უფლებების პრობლემეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასამთავრობო ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" ბრიფინგი გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ხუთშაბათს, 2 ნოემბერს, 13:00 საათზე

ბრიფინგი ეძღვნება სოციალური პროექტის „ხელი ხელს“ შეჯამებას, რომლის მიზანია უსახლკაროებისა და საქართველოს სოციალურად დაუცველი მოქალქეების დახმარება. ბრიფინგის მონაწილეები ასევე ისაუბრებენ „სოციალური დაცვის“ შესახებ კანონის ცვლილებებზე, რომლებიც აღნიშნულმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ შეიმუშავა.

„უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" დამსწრე საზოგადოებას გააცნობს ორგანიზაციის მომავალ გეგმებსა და ინფორმაციას უსახლკაროთა შესახებ კანონის შემდგომი ბედის შესახებ, რომლის ინიცირებაზე არასამთავრობო ორგანიზაცია უკვე მესამე წელია იბრძვის.

ბრიფინგის მონაწილეები:

— ორგანიზაციის „უმუშევართა კავშირი დასაქმებისთვის" თანათავმჯდომარე მადლენა ხუროშვილი;

— იურისტი დავით ჩიხლაძე.

მედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ ბრიფინგზე, რომელიც ჩატარდება თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში მისამართზე:

თბილისი, დავით აღმაშენებლის პროსპექტი №61, С ბლოკი, მე-5 სართული.

ცნობები ტელეფონზე: 555 90 89 77.

მედიის წარმომადგენელთა აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977.

გაგზავნეთ განაცხადი media@sputnik-georgia.com და გახდით თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრის ანონსების e-mail-ხელმომწერი.

ყველა ახალი ამბავი
0