ვიდეოხიდი: საქართველოსა და რუსეთის პარლამენტთაშორისი დიალოგის პერსპექტივები

© Sputnik / Alexander Imedashviliპრესკონფერენცია თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში
პრესკონფერენცია თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოხიდი მოსკოვი–თბილისი თემაზე "საქართველოსა და რუსეთის პარლამენტთაშორისი დიალოგის პერსპექტივები" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში სამშაბათს, 18 ივლისს, 16:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს პარლამენტის დეპუტატები მოსკოვში რუსეთის სათათბიროს დეპუტატებთან მოლაპარაკებების გასამართად აგვისტოს ომის შემდეგ პირველად გაემგზავრნენ. მოსკოვში მხარეები საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელიც ორმხრივი დღის წესრიგის საკითხების განხილვით იქნება დაკავებული.

ქართული მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ლომია, ფრაქციის წევრი ადა მარშანია და იურიდიულ საკითხთა საპარალამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნატო ჩხეიძე. რუსულ მხარეს წარმოადგენდნენ სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვი და დსთ-ის საქმეების კომიტეტის წევრები კაზბეკ ტაისაევი და არტიომ კავინოვი. ლომია გამოვიდა წინადადებით, ჩატარდეს შეხვედრები "რუსეთი-ნატო-საქართველოს სამკუთხედის" ფარგლებში. კალაშნიკოვმა ასეთი მოლაპარაკებების იდეას მხარი დაუჭირა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა, თავის მხრივ, დადებითად შეაფასა სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებისა და საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატების კონტაქტები, თუმცა საქართველოში ქართველმა დეპუტატებმა კოლეგებისა და საზოგადოების ნაწილის მხრიდან მკაცრი კრიტიკა დაიმსახურეს.

როგორ აფასებენ ქართველი და რუსი პოლიტოლოგები და ჟურნალისტები დეპუტატების შეხვედრის შედეგებს, შესაძლებელია თუ არა საქართველოსა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების ახალი ფორმატის შექმნა, გამარტივდება თუ არა ქვეყნებს შორის სავიზო რეჟიმი, რატომ გამოიწვია საქართველოში კრიტიკა ქართველი დეპუტატების მოსკოვში ვიზიტმა – ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ ვიდეოხიდის მონაწილეები:

თბილისში:

— გლობალური კვლევების ცენტრის დირექტორი ნანა დევდარიანი;

— ანალიტიკოსი, ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ვასო კაპანაძე.

მოსკოვში:

— რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობათა მოსკოვის სახელმწიფო ინსტიტუტის (უნივერსიტეტის) კავკასიისა და რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მუშაკი ნიკოლაი სილაევი;

— ჟურნალისტი, ექსპერტი ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ნადანა ფრიდრიხსონი.

ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0