სამართლებრივი დაცვის ცენტრის პრესკონფერენცია: რუსი ტურისტების იურიდიული კონსულტაციები

© Sputnik / Alexander Imedashviliპრესკონფერენცია
პრესკონფერენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართლებრივი დაცვის ცენტრის პრესკონფერენცია თემაზე "რუსი ტურისტების იურიდიული კონსულტაციები საქართველოში" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში სამშაბათს, 30 მაისს, 12:00 საათზე გაიმართება.

პრესკონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ საქართველოში სამართლებრივი დაცვის ცენტრის მუშაობის ძირითად შედეგებსა და საქმიანობის პერსპექტივებზე. ფონდი შეიქმნა და ფუნქციონირებს უცხოეთში მცხოვრებ რუს თანამემამულეთა მხარდაჭერისა და უფლებების დაცვის ფონდის წყალობით. სამართლებრივი დაცვის ცენტრის ძირითადი მიზანია საქართველოში რუსი თანამემამულეების ყოველმხრივი სამართლებრივი ან სხვა სახის დახმარება ადამიანის უფლებების სფეროში საერთაშორისო სამართლის აღიარებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისობაში მათი უფლებების, თავისუფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის შემთხვევაში.

ჟურნალისტებს მიაწვდიან ინფორმაციას საქართველოში სამართლებრივი დაცვის ცენტრის პრაქტიკული მუშაობის შესახებ რუსეთის მოქალაქე ტურისტების უფლებების დაცვის სფეროში.

პრესკონფერენციის მონაწილეები:

— სამართლებრივი დაცვის ცენტრის დირექტორი ალექსანდრ ბეჟენცევი;

— სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი ბრეგვაძე;

— იურისტი ჯაბა ბრეგვაძე.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0