ვიდეოხიდი: ისტორიკოსები და მწერლები მეორე მსოფლიო ომის შესახებ

© photo: Sputnik / Aram Nersesyan ვიდეოხიდი
ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოხიდი თბილისი-ბაქო-მინსკი-ბიშკეკი-კიევი-კიშინიოვი თემაზე "არ უნდა დავივიწყოთ - ისტორიკოსები და მწერლები მეორე მსოფლიო ომის შესახებ" თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება 4 მაისს, ხუთშაბათს 13:00 საათზე.

9 მაისს ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების 72-ე წლისთავი აღინიშნება. ამ დღეს ყოფილი საბჭოთა კავშირის მრავალ ქვეყანაში აღნიშნავენ. დღემდე კამათობენ 1945 წელს გამარჯვების გავლენაზე ისტორიის შემდეგ მსვლელობასა და ისტორიული მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე.

მეცნიერები, მწერლები და ისტორიკოსები ისაუბრებენ, თუ როგორ ფასდება სამოცდაათზე მეტი წლის წინანდელი მოვლენები ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ იმ დროის ნამდვილი ისტორიის შესახებ ხსოვნა შენარჩუნდეს, არ დაუშვან ფაქტების დამახინჯება და ცნებების შეცვლა? როგორ ისწავლება ისტორია საქართველოს, ბელარუსის, მოლდოვის, აზერბაიჯანის, ყირგიზეთისა და ყაზახეთის სასწავლებლებში? ამ და სხვა საკიტხებზე ისაუბრებენ ვიდეოხიდის მონაწილეები:

თბილისში:

— ილიას უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი გია სიამაშვილი;

ბაქოში:

— კავკასიის ისტორიის ცენტრის დირექტორი, აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უფლებებისა და ადამიანის უფლებათა ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი რიზვან გუსეინოვი;

მინსკში:

— ბელარუსისა და რუსეთის საპარლამენტო სათათბიროს წევრი, ბელარუსის სახელმწიფო უნივერსიტეტის რუსეთის ისტორიის კათედრის დოცენტი გალინა ბოლსუნი;

კიშინიოვში:

— ისტორიკოსი, პოლიტოლოგი ბორის შაპოვალოვი;

ბიშკეკში:

— ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი და ყირგიზეთ-რუსეთის სლავური უნივერსიტეტის რექტორის მრჩეველი ლეონიდ სუმაროკოვი;

— კუსეინ კარასაევის სახელობის ბიშკეკის ჰუმანიტარული უნივერსიტეტის ყირგიზეთისა და საზღვარგარეთის აღმოსავლეთის ისტორიის კათედრის გამგე ტოკტობეკ რისკულოვი.

ვიდეოხიდში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0