მრგვალი მაგიდა: საქართველოში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliყვარლის ტბა
ყვარლის ტბა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 27 აპრილს, 14:00 საათზე გაიმართება მრგვალი მაგიდა თემაზე "საქართველოში ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება, როგორც ეკონომიკური აღორძინების საფუძველი".

პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებს შორის ფართობის ერთეულზე მინერალური რესურსების კონცენტრაციის დონით საქართველოს ერთ-ერთი მოწინავე ადგილი უკავია. საქართველო მდიდარია მანგანუმის მადნით, ვერცხლის, ტყვიის და თუთიის მადნით, ქვანახშირითა და მარმარილოთი. ქვეყნის ძირითად სიმდიდრეს ასევე წარმოადგენს წყალი და წყლის რესურსები. საქართველოს ტერიტორიაზე მოედინება 26000-ზე მეტი მდინარე, რომელთა საერთო სიგრძე 50500 კილომეტრს შეადგენს. საქართველოს მდინარეები, ძირითადად, თოვლისა და მყინვარის მდნარი წყლების ხარჯზე იკვებება. მიწისქვეშა მტკნარი წყლების საპროგნოზო რესურსი შეადგენს წამში 337,5 მეტრს ან 10,6 კუბურ კილომეტრს (აღმოსავლეთ საქართველოში — 4,2 კუბური კილომეტრი ანუ 39,5%, დასავლეთ საქართველოში — 6,4 კუბური კილომეტრი ანუ 60,5%).

ბუნებრივი რესურსებისა და წყლის პოტენციალის გამოყენება როგორ დაეხმარება საქართველოს ეკონომიკურ აღორძინებას? რა პოლიტიკას ატარებს ამ მიმართულებით სახელმწიფო? ამ და სხვა საკითხებს მრგვალი მაგიდის მონაწილეები განიხილავენ:

— პროექტ "ქართული ეკონომიკური სასწაულის" ავტორი პაატა გიორგაძე;

— პროფესორი ზაურ ციხელაშვილი;

— პროფესორი ირაკლი მიქელაძე;

— ეკონომიკის საკითხების ექსპერტი ოთარ ხუფენია.

მასმედიის წარმომადგენლებს ვიწვევთ მრგვალ მაგიდაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც გაიმართება თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61, მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია: E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977. თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0