ვიდეოხიდი: ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკა

© photo: Sputnik / Aram Nersesyan ვიდეოხიდი
ვიდეოხიდი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში ხუთშაბათს, 16 მარტს, 12:00 საათზე გაიმართება ვიდეოხიდი თბილისი–ერევანი–მოსკოვი თემაზე: "ცენტრალური აზიისა და სამხრეთი კავკასიის ქვეყნების ეკონომიკა: განვითარების შეჯამება და პერსპექტივები".

მოსკოვში 17 მარტს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკური საბჭოს სხდომა ჩატარდება. სსრკ-ის დაშლის შემდეგ 25 წლის წინ შექმნილი დსთ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველი ინტეგრაციული გაერთიანებაა, რომელიც მოწოდებულია – შეინარჩუნოს ასწლეულებით შექმნილი კოოპერაციული, ეკონომიკური, კულტურული, ჰუმანიტარული კავშირები. დღეს დსთ 11 ქვეყნის ეკონომიკას აერთიანებს, საქართველომ 2008 წელს დატოვა დსთ-ის რიგები, მაგრამ შეინარჩუნა თავისი მონაწილეობა დსთ-ის ფარგლებში გაფორმებულ ათობით შეთანხმებაში, რომლებიც სასარგებლოა როგორც ქართული, ისე სხვა ქვეყნების ეკონომიკისთვის.

როგორ ვითარდებოდა ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ეკონომიკა დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში? რა ეკონომიკურ პოტენციალს ფლობენ ეს ქვეყნები დღეს? რამდენად კონკურენტუნარიანი არიან ისინი თანამედროვე სამყაროში? ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ ვიდეოხიდის მონაწილეები, რომლის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საექსპერტო ცენტრის "ევრაზიული განვითარება" მოხსენება.

მონაწილეები მოსკოვში:

— ექსპერტული ცენტრი "ევრაზიული განვითარების" (ECED) ხელმძღვანელი, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის ანალიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელი სტანისლავ პრიტჩინი;

— ექსპერტული ცენტრი "ევრაზიული განვითარების" (ECED) წამყვანი ანალიტიკოსი, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ–მუშაკი ალექსანდრ ვორობიოვი;

— რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ევგენი პრიმაკოვის სახელობის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების ეროვნული კვლევითი ინსტიტუტის პოსტსაბჭოთა კვლევების ცენტრის სექტორის გამგე ელენა კუზმინა;

— სტრატეგიული კვლევების რუსეთის ინსტიტუტის ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების პრობლემების კვლევითი ცენტრის უფროსი მეცნიერ–მუშაკი ივან იპოლიტოვი.

თბილისში:

— გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი დემურ გიორხელიძე.

ერევანში:

— ექსპერტები, მასმედიის წარმომადგენლები.

ვიწვევთ მასმედიის წარმომადგენლებს მიიღოთ მონაწილება ვიდეოხიდში, რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში გაიმართება მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი, 61. მე–5 სართული, ბლოკი С. ტელეფონი: 555 90 89 77.

მასმედიის აკრედიტაცია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ.: +995555908977.

თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრის ანონსების გამოწერაზე განაცხადები გაგზავნეთ მისამართზე media@sputnik-georgia.com

ყველა ახალი ამბავი
0