ვიდეოხიდი თბილისი-მინსკი: საქართველოს პრეზიდენტის მინსკში ვიზიტის შეჯამება

© Sputnik/Виктор ТолочкоSputnik-ის მიკროფონი
Sputnik-ის მიკროფონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოხიდი თბილისი-მინსკი თემაზე „ქართულ-ბელარუსული პოლიტიკური და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები“, რომელიც საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის მინსკში ვიზიტს ეძღვნება, თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 2 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 1-2 მარტს ბელარუსში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მიემგზავრება, სადაც შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პირველ პირებთან და ასევე ხელს მოაწერს რიგ მნიშვნელოვან დოკუმენტებს, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

მინსკში საქართველოსა და ბელარუსის პრეზიდენტების — გიორგი მარგველაშვილისა და ალექსანდრ ლუკაშენკოს მოლაპარაკებები 1 მარტს გაიმართება. ბელარუსის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ლიდერების შეხვედრა დამოუკიდებლობის სასახლეში გაიმართება: „გაიმართება სახელმწიფოების მეთაურების მოლაპარაკებები როგორც „ერთი ერთზე“ ფორმატის ფარგლებში, ისე დელეგაციების წევრების მონაწილეობით გაფართოებული შემადგენლობით“. აღინიშნება, რომ მხარეები ბელარუსისა და საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას დაუთმობენ. მოსალოდნელია, რომ შეხვედრების შედეგების მიხედვით მხარეები რამდენიმე დოკუმენტს გააფორმებენ.

დაგეგმილია მარგველაშვილის შეხვედრები ბელარუსის პრემიერთან ანდრეი კობიაკოვთან, რესპუბლიკის ეროვნული კრების თამვჯდომარესთან მიხალი მიასნიკოვიჩთან და ეროვნული კრების წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან ვლადიმირ ანდრეიჩენკოსთან.

ვიდეოხიდის მონაწილეები:

— პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი ვახტანგ მაისაია (თბილისში);

— ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტთან არსებული საერთაშორისო ურთიერთობების მართვის აკადემიის კათედრის უფროსი სერგეი კიზიმი (მინსკში).

მასმედიის აკრედიტაცია:

ვიდეოხიდში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მასმედიის წარმომადგენლებს, რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ჩატარდება. პრეს-ცენტრის მისამართია: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული. ბლოკი С ტელ: 555 90 89 77

თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა განცხადებები გაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე media@sputnik-georgia.com.

ყველა ახალი ამბავი
0