2017 წლის აზერბაიჯანის ფორმულა 1-ის გრან-პრის ჩატარების დეტალები

© photo: Sputnik / Murad Orujovფორმულა 1
ფორმულა 1 - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვიდეოხიდი მოსკოვი-ბაქო-ასტანა-თბილისი თემაზე „2017 წელს აზერბაიჯანში „ფორმულა 1“-ის გრან–პრის ჩატარების დეტალები“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ოთხშაბათს, 15 თებერვალს, 16:00 საათზე გაიმართება.

რბოლა 23-25 ივნისს გაიმართება. ტურნირმა ერთი კვირით ადრე გადმოიწია, რათა ლე-მანში 24-საათიან რბოლას არ დაემთხვეს. მერვე ეტაპის დასახელებას ოფიციალურად შეეცვალა სახელი და „ფორმულა 1-ის ევროპის გრან-პრის“ ნაცვლად ეწოდა „ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან–პრი“.

საქართველოს მასმედიის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, კითხვები დაუსვან ორგანიზატორებს, რით არის საინტერესო საქართველოსთვის „ფორმულა 1“-ის ჩატარება აზერბაიჯანში და როგორ იმოქმედებს ეს შეჯიბრება ტურიზმის განვითარებაზე რეგიონული მასშტაბით.

მონაწილეები ბაქოში

— ფორმულა 1-ის აზერბაიჯანის გრან–პრის პრომოუტერი არიფ რაგიმოვი;

— ფორმულა 1-ის რუსეთის გრან–პრის პრომოუტერი სერგეი ვორობიოვი;

— ბაჰრეინის საერთაშორისო ავტოდრომის ოპერაციების დირექტორი ფაეზ რამზი ფაეზი;

— კომპანია Rasgaira-ს მმართველი დირექტორი რიჩარდ კრეგანი.

მონაწილეები მოსკოვში, ასტანასა და თბილისში:

—  ექსპერტები და მასმედიის წარმომადგენლები

მასმედიის წარმომადგენლებს შეუძლიათ პრესკონფერენციაში მონაწილეობის მიღება, რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ჩატარდება. პრეს-ცენტრის მისამართია:

თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული. ბლოკი С ტელ: 555 90 89 77

თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაინტერესებულმა პირებმა განცხადებები გაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე media@sputnik-georgia.com.

ყველა ახალი ამბავი
0