ვიდეოხიდი: მიგრაციული პოლიტიკა პოსტსაბჭოთა სივრცეში

© Fotolia / Xyვიდეოგადაღება
ვიდეოგადაღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
18 დეკემბერს მიგრანტის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ისეთი მოვლენა, როგორიც მიგრაციაა, არაპროგნოზირებადობითა და ამოცანების ზედმეტი სირთულით გამოირჩევა და ქვეყნებსა თუ რეგიონებს შორის შეთანხმებულ ქმედებებს მოითხოვს.

XXI საუკუნემ ახალი შესაძლებლობებიც გააჩინა და, იმავდროულად, ახალი პრობლემებიც წარმოშვა, გამოავლინა რა კავშირი მიგრაციასა და განვითარებას შორის. გარდა ამისა, წინა პლანზე წამოსწია მიგრაცია ეკონომიკური მიზეზებით (შრომითი მიგრაცია).

სსრკ-ის დაშლის შემდეგ გასული 25 წლის განმავლობაში მიგრაციული პროცესების რეგულირების მიზნით ბევრი მექანიზმი შეიქმნა — როგორც ქვეყნების, ისე ინტეგრაციული გაერთიანებების დონეზე: დსთ-ის, ევრაზიის ეკონომიკური კავშირისა და სამოკავშირეო სახელმწიფოსი, რომლებიც, სხვადასხვა მიზეზით, არ მოიცავენ პოსტსაბჭოთა სივრცის ყველა ქვეყანას. ამიტომ დღეისათვის უნივერსალური მიგრაციული მექანიზმი ყოფილი საბჭოთა ქვეყნებისთვის არ არსებობს. 

პოსტსაბჭოთა სივრცეზე მიგრაციული პოლიტიკის პრობლემებსა და ტენდენციებზე ექსპერტები ისაუბრებენ.

ვიდეოხიდის მონაწილე თბილისიდან:

— ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ავთანდილ სულაბერიძე;

მონაწილე მოსკოვიდან:

— მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მართვისა და სამართლის სახელმწიფო ინსტიტუტის სახელმწიფოს მართვისა და პოლიტიკურ ტექნოლოგიათა კათედრის პროფესორი, ფედერაციის საბჭოს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის საექსპერტო საბჭოს წევრი ვლადიმირ ვოლოხი;

მონაწილე ბაქოდან:

— აზერბაიჯანის სახელმწიფო მიგრაციულ სამსახურთან არსებული საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე, ჰუმანიტარული მხარდაჭერის საზოგადოებრივი გაერთიანება „ჰაიათის“ ხელმძღვანელი აზერ ალაკვერანოვი;

მონაწილე კიშინიოვიდან:

— მოლდოვის მეცნიერებათა აკადემიის ეკონომიკურ კვლევათა ეროვნული ინსტიტუტის დემოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელი ოლგა გაგაუზი;

მონაწილე მინსკიდან:

— რესპუბლიკა ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციისა და მოქალაქეობის საკითხთა დეპარტამენტის უფროსის პირველი მოადგილე, მოქალაქეობის არმქონე და უცხოეთის ქვეყნების მოქალაქეებთან მუშაობისა და მიგრაციის საკითხთა სამმართველოს უფროსი ვიტალი ნაუმჩიკი.

თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრი:

თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №61, მე-5 სართული, ბლოკი С

ინფორმაცია ტელეფონით: 555 90 89 77.

ყველა ახალი ამბავი
0