ვიდეოხიდი: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების გადაჭრა

© Flickr / Ze'ev Barkanუნარშეზღუდულის სავარძელი
უნარშეზღუდულის სავარძელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ვიდეოხიდი თბილისი-ბაქო-მინსკი-ასტანა-კიშინიოვი თემაზე „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემების გადაჭრა დსთ-სა და საქართველოში“ პარასკევს, 2 დეკემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

1992 წელს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ათწლეულის დასასრულს (1983-1992 წწ) გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ N47/3 რეზოლუციით 3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღედ (International Day of Persons with Disabilities) დააწესა, რომლის მიზანსაც მათი საზოგადოებრივ სტრუქტურებში, ასევე განვითარების პროცესებში ჩართვა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მხარდაჭერის მობილიზება წარმოადგენს.

როგორ ცხოვრობენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები საქართველოსა და ახლო საზღვარგარეთის ქვეყნებში, რა პრობლემები ექმნებათ და როგორ წყვეტენ ამ პრობლემებს — ამ და სხვა საკითხებს განიხილავენ ვიდეოხიდის მონაწილეები.

ვიდეოხიდში მონაწილეებენ:

– თბილისში: მოძრაობის „ინკლუზიური საზოგადოება — საქართველო“ წარმომადგენელი გია ჯვარშეიშვილი;

— ბაქოში: აზერბაიჯანის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ორგანიზაციების კავშირის პრეზიდენტი დავუდ რაგიმლი;

— მინსკში: საზოგადოებრივი გაერთიანება „მხედველობადაქვეითებული პირების ბელორუსიის საზოგადოების“ ცენტრალური სამმართველოს თავმჯდომარის მოადგილე მიხაილ ანტონენკო;

— ასტანაში: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საზოგადოებრივი გაერთიანების – „ცენტრი „დამოუკიდებელი ცხოვრების“ ხელმძღვანელი დინა ერდილდინოვა;

— კიშინიოვში: გაეროს ადამიანის უფლებათა სამმართველოს საზოგადოებასთან ურთიერთობების მენეჯერი ქსენია სემენჩუკი.

თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი:

თბილისის, აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული, ბლოკი С

ტელ: 555 90 89 77.

ყველა ახალი ამბავი
0