11:30 23 სექტემბერი 2018
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.0854
  • 100 RUB3.9340
  • USD2.6216
Sputnik

„ერეკლე მეორის საზოგადოების" ბრიფინგი: „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების მომავალი“

© photo: Sputnik / Konstantin Chalabov
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
4 0 0

ბრიფინგის მონაწილეები საზოგადოებას დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების შესახებ საკუთარ ხედვას გააცნობენ.

თბილისი, 14 ნოემბერი — Sputnik. „ერეკლე მეორის საზოგადოების“ ბრიფინგი, რომელიც აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს მიეძღვნება, თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში სამშაბათს, 15 ნოემბერს, 12:00 საათზე გაიმართება.

8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა, რომლითაც განისაზღვრა, თუ ვინ იქნება ქვეყნის 45-ე პრეზიდენტი. საპრეზიდენტო არჩევნების ამერიკული სისტემა ევროპულისგან არსებითად განსხვავდება და მსოფლიოში ერთ-ერთ რთულ სისტემად ითვლება.

უნდა ველოდოთ თუ არა სერიოზულ ცვლილებებს აშშ-ის საგარეო და საშინაო პოლიტიკაში? როგორი იქნება ამერიკა ახალი პრეზიდენტის პირობებში? როგორ განვითარდება ქართულ-ამერიკული ურთიერთობა პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ?

ამ და სხვა საკითხებს განიხილავენ ბრიფინგის მონაწილეები:

— „ერეკლე მეორის საზოგადოების“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე

— სამხედრო ექსპერტი რომელ გიორგაშვილი

თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი
თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61, С ბლოკი, მე-5 სართული.
ტელ: 555 90 89 77.

მთავარი თემები