ორგანიზაცია „სამართლიანი საქართველოს“ თავმჯდომარის კობა ქარჩავას პრესკონფერენცია

© photo: Sputnik"რია ნოვოსტის" პრესცენტრი
რია ნოვოსტის პრესცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 15 დეკემბერი – Sputnik. ორგანიზაცია „სამართლიანი საქართველოს“ თავმჯდომარის კობა ქარჩავას პრესკონფერენცია რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში ოთხშაბათს, 16 დეკემბერს, 13:00 სთ–ზე გაიმართება.

კობა ქარჩავა მედიის წარმომადგენლებს რუსეთის საპატიმროებში მყოფი საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებული პროექტებისა და ასევე რუსეთიდან საქართველოში პატიმართა ექსტრადირების შესახებ  მიაწოდებს ინფორმაციას. ქარჩავა პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის ირგვლივ ატეხილ აჟიოტაჟთან დაკავშირებითაც გააკეთებს კომენტარს (პატიმართა შეწყალებასთან დაკავშირებით გავლენით ვაჭრობის შესახებ სისხლის სამართლის საქმე კომისიის ყოფილი თავმჯდომარის ალექსანდრე ელისაშვილის დაკითხვის შემდეგ აღიძრა. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, 2013–2014 წლებში მან  შესაბამის უწყებებს პოლიტიკოსების მხრიდან კომისიაზე ზეწოლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. სახელმწიფო კომისიაზე ზეწოლის შესახებ კომისიის ამჟამინდელმა თავმჯდომარემ ზვიად ქორიძემაც განაცხადა).

გარდა ამისა, კობა ქარჩავა, როგორც ქართული დიასპორის წარმომადგენელი რუსეთში, რუსეთ–თურქეთს შორის დაძაბული ურთიერთობების საკითხსაც მიმოიხილავს და რუსეთში მცხოვრები ქართველების საქართველოსთან დაახლოებისა და კონსოლიდაციის თემასთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას.

რუსული საინფორმაციო სააგენტო“რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი: რუსთაველის გამზირი, 2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.
ტელეფონები:  224 46 77;  555 90 89 77.



ყველა ახალი ამბავი
0