გრიბოედოვის თეატრი ციმბირულ გასტროლს პრესკონფერენციაზე შეაჯამებს

© photo: Sputnik"რია-ნოვოსტი"
რია-ნოვოსტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გასტროლიდან მიღებული შთაბეჭდილებებისა და ჯილდოების შესახებ პრესკონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ.

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ა.გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის გასტროლებისადმი მიძღვნილი შემაჯამებელი პრესკონფერენცია რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში პარასკევს, 27 ნოემბერს, 13:00 სთ-ზე გაიმართება. 

გრიბოედოვის თეატრს ციმბირის ქალაქებში დიდი საგასტროლო ტურნე 16-26 ნოემბერს ჰქონდა.“გრიბოედოველებმა“ ციმბირელ თეატრის მოყვარულებს რეჟისორ ავთანდილ ვარსიმაშვილის მიერ დადგმული ლევ ტოლსტოის „ხოლსტომერი. ცხენის ამბავი“  წარუდგინა.

გასტროლიდან მიღებული შთაბეჭდილებებისა და ჯილდოების შესახებ პრესკონფერენციის მონაწილეები ისაუბრებენ: 

— ა.გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის დირექტორი  ნიკოლაი სვენტიცკი;

— ა.გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ავთანდილ ვარსიმაშვილი;

— საქართველოს დამსახურებული არტისტი ლუდმილა არტიომინა-მღებრიშვილი;

— მსახიობი მარიამ კიტია;

— მსახიობი აპოლონ კუბლაშვილი.

რუსული საინფორმაციო სააგენტო“რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი: რუსთაველის გამზირი, 2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.

ტელეფონები:  224 46 77;  555 90 89 77.


ყველა ახალი ამბავი
0