„ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას პრესკონფერენცია

© photo: Sputnikპრეს-ცენტრი
პრეს-ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარტია „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას პრესკონფერენცია რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 26 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. პარტია „ქართული დასის“ ლიდერის ჯონდი ბაღათურიას პრესკონფერენცია  რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ხუთშაბათს, 26 ნოემბერს, 13:00 საათზე გაიმართება.

პრესკონფერენცია შეეხება რუსული თვითმფრინავის Су-24-ის თურქეთში მომხდარ ინციდენტს, ანკარასა და მოსკოვს შორის მოვლენათა განვითარების პროგნოზებს და ამ კონფლიქტის საქართველოზე მოსალოდნელ გავლენას. 

სამშაბათს, რუსულმა თვითმფრინავმა Су-24 სირიაში ავიაკატასტროფა განიცადა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ თვითფრინავი ჩამოგდებულ იქნა  „ჰაერი-ჰაერის“ ტიპის  რაკეტით თურქული თვითმფრინავიდან F-16 და სირიის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში. 

 რუსული საინფორმაციო სააგენტო“რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი: რუსთაველის გამზირი, 2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი  808.

ტელეფონები:  224 46 77;  555 90 89 77.


ყველა ახალი ამბავი
0