07:45 23 სექტემბერი 2017
პირდაპირი ეთერი
რია ნოვოსტის პრეს–ცენტრი

ვიდეოხიდი მოსკოვი–თბილისი: გრიბოედოვის თეატრი 170 წლისაა

© Sputnik/
პრეს-ცენტრი
მოკლე ბმულის მიღება
4403

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. ვიდეოხიდი მოსკოვი–თბილისი თემაზე: „გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი 170 წლისაა“ რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს–ცენტრში ორშაბათს, 26 ოქტომბერს 17:30 საათზე გაიმართება. 

იუბილის ფარგლებში პირველად გაიმართება საზღვარგარეთის რუსული თეატრების კონგრესი, რომლის მონაწილეებიც იქნებიან 25 ქვეყნის რუსული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელები, დირექტორები და წამყვანი მსახიობები, ასევე საქართველოს თეატრების წარმომადგენლები.

ვიდეოხიდის მონაწილეები მოსკოვში:

– ბორის შჩუკინის სახელობის თეატრლური ინსტიტუტის რექტორი ევგენი კნიაზევი;

– რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის წარმომადგენლები.

ვიდეოხიდის მონაწილეები თბილისში:

– გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო აკადემიური დრამატული თეატრის დირექტორი ნიკოლაი სვენტიცკი;

– სტანისლავსკის სახელობის ერევნის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრ გრიგორიანი;

– თეატრალური კომპანია STEPS–ის (ნიუ–იორკი, აშშ) დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ვიაჩესლავ სტეპნოვი;

– გორკის სახელობის რუსული დრამატული თეატრის (ასტანა, ყაზახეთი) დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი ერკინ კასენოვი.

 რუსული საინფორმაციო სააგენტო“რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრი: რუსთაველის გამზირი, 2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე-8 სართული, ოთახი 808.

ტელეფონები:  224 46 77;  555 90 89 77.


მთავარი თემები