საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის ბრიფინგი

© photo: Sputnik"რია ნოვოსტის" პრესცენტრი
რია ნოვოსტის პრესცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის ბრიფინგი რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის სერთაშორისო პრეს-ცენტრში ოთხშაბათს, 30 სექტემბერს, 15:00 საათზე დაიწყება.

ბრიფინგი საერთაშორისო ახალგაზრდული პროექტის „ასვლა. ელბრუსი. გამარჯვება-70“ შედეგებს ეძღვნება, რომელიც სექტემბერში ყაბარდო-ბალყარეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე პრიელბრუსიეში ჩატარდა. გამარჯვების დროშის ასლი და საქართველოსა და კიდევ რვა ქვეყნის დროშები ევროპის უმაღლეს მწვერვალზე — ელბრუსის მთაზე აღმართეს.

ბრიფინგის მონაწილეები საერთაშორისო ახალგაზრდული საზოგადოებრივი ორგანიზაცია „თანამეგობრობის“ მიერ ჩატარებულ პროექტებზე, ასევე საქართველოში საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირთან ერთობლივად დაგეგმილ ღონისძიებებზე მოგვითხრობენ.

ბრიფინგში მონაწილეობენ:

— საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის თავმჯდომარე ალექსანდრ ბეჟენცევი;

— საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის იურისტი ლანა ადამიანი.

რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი:

რუსთაველის პროსპექტი №2, გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის შენობა, მე–8 სართული, ოთახი №808.

ტელეფონები: 224 46 77;  555 90 89 77.


ყველა ახალი ამბავი
0