ჩულპან ხამატოვა პროექტ „უცხოელის თვალით დანახული საქართველოს“ მე-100 გმირი გახდა

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკშიАктриса и общественный деятель Чулпан Хаматова
Актриса и общественный деятель Чулпан Хаматова - Sputnik საქართველო
გამოწერა
პროექტმა ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტად, სასწავლებლად ან საცხოვრებლად ჩამოსული ადამიანების ისტორიები წარმოადგინა, რომლებსაც დიდი ინტერესით ეცნობოდა მკითხველი.

თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik-საქართველომ“ ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა ცნობილ მსახიობ ჩულპან ხამატოვასთან, რითიც რიგით მეასე მასალა წარმოადგინა პროექტ „უცხოელის თვალით დანახული საქართველოს“ ფარგლებში.

პროექტმა ორი წლის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ტურისტად, სასწავლებლად ან საცხოვრებლად ჩამოსული ადამიანების ისტორია წარმოადგინა, რომლებსაც დიდი ინტერესით ეცნობოდა მკითხველი.

ჩულპან ხამატოვა - Sputnik საქართველო
ჩულპან ხამატოვა: საქართველომ მომცა უანგარო და წრფელი თანადგომის მაგალითი

Sputnik-საქართველოს ხელმძღვანელი ოქსანა ვოინცევა: „პროექტი „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოდგა და, შესაბამისად, მკითხველის დიდი ინტერესიც გამოიწვია. ჩვენი ყველა გმირი უნიკალური პიროვნება იყო, თითოეული საკუთარი აზრითა და შეხედულებით საქართველოზე. თუმცა ჰქონდათ საერთოც — ამ სტუმართმოყვარე ქვეყნის მიმართ სიყვარული და პატივისცემა. გპირდებით, რომ 2018 წელს პროექტი კიდევ მეტად საინტერესო გახდება და მასში ასევე ჩავრთავთ ინტერვიუებს პოლიტიკოსებთან და ცნობილ ადამიანებთან“.

რუბრიკის სტუმრები იყვნენ სომხეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის ელჩები, მეექვსმილიონე ტურისტი ჯასპერ ბლექი, ბიზნესმენები, სტუდენტები, ხელოვანები, მეცნიერები თუ მოგზაურები. ყველაზე რეიტინგული გამოდგა ჩვენ ქვეყანაში ქართული ენის შესასწავლად ჩამოსული ფრანგი გოტიე ჰენის ამბავი, რომელიც 36 ათასზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა. აღსანიშნავია, რომ ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია მასალამ იმის შესახებ, თუ რა არ მოსწონთ უცხოელებს საქართველოში, რომელსაც 31630 ადამიანი გაეცნო.

რაც შეეხება „Sputnik-საქართველოს“ რუსულენოვან ვერსიას, ყველაზე რეიტინგული იყო დუბაელი ბადი ახმედის ისტორია, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს. მის მონათხრობს 115 ათასზე მეტი მკითხველი გაეცნო.

საიტზე ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, „უცხოელის თვალით დანახული საქართველო“ „Sputnik–საქართველოს“ საუკეთესო პროექტია.

„Sputnik-საქართველომ" (sputnik-georgia.com) ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო და ამ დროისათვის საქართველოში ინტერნეტ-მედიის ლიდერია.* სააგენტოს აქტივები მოიცავს საინფორმაციო პორტალებს ქართულ და რუსულ ენებზე და ასევე ინტერნეტ-რადიოს. „Sputnik–საქართველო" არის ათობით ქვეყანაში მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბების მქონე საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიოს ნაწილი. Sputnik-ი მოიცავს ვებ-გვერდებს 30-ზე მეტ ენაზე, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ დანართებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. მისი ახალი ამბები ყოველდღიურად 24-საათიანი რეჟიმით გადაიცემა ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და ჩინურ ენებზე.

* Liveinternet-ის მონაცემები 2018 წლის 1 იანვრისთვის

ყველა ახალი ამბავი
0