ევროპისა და აშშ-ის მოსახლეობა ვერ გაერკვა ვისია ყირიმი

© photo: Sputnik / Artem Kreminsky / გადასვლა მედიაბანკშიყირიმი
ყირიმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხვამ აჩვენა, რომ იტალიასა და გერმანიაში ყველა მეტია მათი რაოდენობა, ვინც ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს.

თბილისი, 16 მარტი — Sputnik.  გერმანიისა და იტალიის მოსახლეობის გამოკითხულთა მესამედზე მეტი ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს, ანალოგიურად ფიქრობს ბრიტანელების, ამერიკელებისა და ფრანგების  20%-ზე მეტი.

აზრს, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილია, იზიარებს გამოკითხვაში მონაწილე გერმანელების 36%, იტალიელების 34%, ბრიტანელების 26%, ამერიკელების 23% და ფრანგების 20%.

საპირისპირო აზრი დააფიქსირეს გერმანიაში გამოკითხულთა 41%-მა, საფრანგეთსა და იტალიაში 32%-მა, დიდ ბრიტანეთში 30%-მა და ამერიკელების 26%-მა.

ამავე დროს დიდია  გამოკითხულთა ის პროცენტული მაჩვენებელი, ვისაც აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდა. ყირიმი ვისია, არ იცის საფრანგეთში გამოკითხულთა 48%-მა, გერმანელების 23%-მა, იტალიელების 34%-მა, ბრიტანელების 44%-მა და ამერიკელების 51%-მა.

სხვადასხვა ასაკი — სხვადასხვა მოსაზრება

ზემოთაღნიშნულ ქვეყნებში გამოკითხულთა დიდი ნაწილი, რომელიც ყირიმს რუსეთის ნაწილად მიიჩნევს — 45 წელს ზემოთაა.

საფრანგეთში ყირიმს რუსეთის ნაწილად 45 წელს ზემოთ ასაკის 21% და 55 წელს ზემოთ ასაკის 28% მიიჩნევს. გერმანიაში ეს მაჩვენებელი 45 და 55 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში — 40% და 32%-ია, იტალიაში — 33% და 39%, დიდ ბრიტანეთში 30% და 32%, აშშ-ში კი 29% და 25%.

ყველა ამ ქვეყანაში 34 წლამდე ასაკის ადამიანებს კითხვაზე პასუხის გაცემა გაუჭირდათ. საფრანგეთში ამ მაჩვენებელმა 52%, იტალიაში — 40%, აშშ-ში 57% შეადგინა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გერმანიაში დაფიქსირდა — 20%.

Sputnik-ვის გამოკითხვა საერთაშორისო კვლევითმა კომპანია TNS Global-მა 2017 წლის 16-22 თებერვლის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობა მიიღო 5138-მა რესპონდენტმა საფრანგეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, დიდი ბრიტანეთიდან და აშშ-დან. 

ცნობა პროექტ „Sputnik. მნენიას" შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

Sputnik – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0