НТВ-ს პროექტის Ты – супер! პრეზენტაცია ქართველ კონკურსანტთან ერთად

© Fotolia / Xyვიდეოგადაღება
ვიდეოგადაღება - Sputnik საქართველო
გამოწერა
17 იანვარს, 14:00 საათზე თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება პრესკონფერენცია თემაზე „НТВ-ს მუსიკალური ტალანტების შოუს Ты – супер! პრეზენტაცია“ ქართველ კონკურსანტთან ერთად.

საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი, როგორც ტელეარხ НТВ-ს ტალანტების შოუს Ты – супер! საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი, საქართველოში მხარს პროექტის ახალბედა მონაწილეს ნანა ვარძელაშვილს დაუჭერს. მან ტელეარხ НТВ-ს შესარჩევ კასტინგში გაიმარჯვა.

პროექტი Ты — супер! ნიჭიერ, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს შანსს აძლევს საკუთარ თავზე განაცხადი გააკეთონ: პროექტის მონაწილეები იქნებიან ბავშვთა სახლების, სკოლა-ინტერნატებისა და მიმღები ოჯახების ბავშვები.

საქართველოდან შოუს კონკურსანტი მოსკოვში უახლოეს პერიოდში გაემგზავრება.

პრეზენტაციის მონაწილეები:

— ტელეარხ НТВ-ს შოუს Ты – супер! მონაწილე ნანა ვარძელაშვილი;

— ქარელის რაიონის წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობის გიმნაზიის ვოკალის პედაგოგი მანონი მანაგაძე;

— საქართველოს დამსახურებული არტისტი, მომღერალი და კომპოზიტორი ირმა სოხაძე.

პრესკონფერენციაზე, რომელიც თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში გაიმართება, მოწვეული არიან მასმედიის წარმომადგენლები მისამართზე: თბილისი, აღმაშენებლის გამზირი 61, მე-5 სართული. ბლოკი С ტელ: 555 90 89 77

მედიასაშუალებების აკრედიტაცია შესაძლებელია:

E-mail: media@sputnik-georgia.com; ტელ: +995555908977

განაცხადი თბილისის საერთაშორისო პრესცენტრის ანონსების მიღებაზე გაგზავნეთ მისამართზე: media@sputnik-georgia.com

 

ყველა ახალი ამბავი
0