10:17 24 მარტი 2017
პირდაპირი ეთერი
თბილისი

„Sputnik–საქართველო“ „საახალწლო ზღაპარს“ მოგიყვებათ

© Sputnik / Alexander Imedashvili
პრეს-რელიზები
მოკლე ბმულის მიღება
საქართველოს საახალწლო ზღაპარი (28)
20 0 0

პროექტი „საქართველოს საახალწლო ზღაპარი“ თბილისისა და ბათუმის მცხოვრებლებსა და ყველა ასაკის სტუმრებს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების მარშრუტებს შესთავაზებს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. წინასაახალწლო და საშობაო დღესასწაულებზე საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik–საქართველომ“ ახალი წლის დღესასწაულისთვის ინტერაქტიული პრაქტიკული ცნობარი აამოქმედა.

პროექტი „საქართველოს საახალწლო ზღაპარი“ თბილისისა და ბათუმის მცხოვრებლებსა და ყველა ასაკის სტუმრებს დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების მარშრუტებს შესთავაზებს და ასევე დაეხმარება ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულის ბიუჯეტის დაგეგმვაში. Sputnik-ის პრაქტიკული ცნობარი გიკარნახებთ, როგორ დაამზადოთ საკუთარი ხელით საახალწლო მორთულობა და დაგეხმარებათ ტრადიციული საახალწლო კერძების მომზადებაში, რომლებიც მთელ მსოფლიოში უყვართ — საცივი, ნიგვზიანი ბადრიჯანი, გოზინაყი. „Sputnik–საქართველოს“ რედაქცია ასევე სთავაზობს საკუთარ მკითხველს საახალწლო სასაუბროს, რომლის დახმარებით ნებისმიერი მსურველი შეძლებს მსოფლიოში ერთ-ერთ უძველეს ენაზე ახალი წელი მიულოცოს ახლობლებსა და მეგობრებს. 

„Sputnik–საქართველო“ საქართველოს მცხოვრებლებს ახალ წელს ულოცავს და უსურვებს ჯანმრთელობას, წარმატებებსა და კეთილდღეობას. გარდა ამისა, ჩვენი რედაქცია მათ ახალ პროექტს ჩუქნის, რომელიც მათ დაეხმარება სადღესასწაულო ატმოსფეროს შექმნაში“, — განაცხადა რესურს „Sputnik–საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ. 

„საქართველოს საახალწლო ზღაპარი“ ასევე მოიცავს წინასაახალწლო და საშობაო ვიდეომილოცვებს ცნობილი ქართველი მსახიობებისგან, რომელთა შორის იქნებიან ნანი ბრეგვაძე, სოსო პავლიაშვილი და სხვები. პროექტში იუმორისტული დატვირთვა ექნება სასაცილო და ფერად ნახატებს Sputnik-სგან, რომელიც ქართულ ოჯახებში ახალი წლის აღნიშვნის ტრადიციებზე მოგითხრობთ.

ახალი წელი ქართულად
ახალი წელი ქართულად

„Sputnik–საქართველო“ (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. Sputnik – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

თემები:
საქართველოს საახალწლო ზღაპარი (28)

მთავარი თემები