ევროპის მცხოვრებლები მიგრანტებთან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესებას აღნიშნავენ

© photo: Sputnik / Irina Kalashnikovaმიგრანტები საფრანგეთში
მიგრანტები საფრანგეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
მიგრანტებთან დაკავშირებით ვითარების გაუმჯობესებას მხოლოდ გერმანელების 16%, ფრანგების, ესპანელებისა და ბრიტანელების 7-7%, პოლონელების 6% და იტალიელების 2% აფიქსირებს.

22 დეკემბერი, თბილისი — Sputnik. „Sputnik მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, იტალიის (79%), საფრანგეთის (67%) და დიდი ბრიტანეთის (53%) მოსახლეობის უმეტესობას მიაჩნია, რომ ბოლო წლის განმავლობაში მათ ქვეყნებში მიგრანტებთან დაკავშირებით ვითარება გაუარესდა. გერმანიასა და ესპანეთში უკმაყოფილო მოქალაქეების რიცხვმა 45-45% შეადგინა, უკმაყოფილოთა რაოდენობა ყველაზე ნაკლები პოლონეთშია — 35%. გამოკითხვა კვლევითმა კომპანია Ifop –მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარა.

მიგრანტებთან დაკავშირებით ვითარების გაუმჯობესებას მხოლოდ გერმანელების 16%, ფრანგების, ესპანელებისა და ბრიტანელების 7-7%, პოლონელების 6% და იტალიელების 2% აფიქსირებს.

უკმაყოფილოთა შორის, ძირითადად, მემარჯვენე პარტიების მხარდამჭერები და 35 წელს ზემოთ ასაკის ადამიანები არიან. გამონაკლისს წარმოადგენს პოლონეთი, სადაც განსხვავება სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მიმდევრებს შორის არ აღმოჩნდა, და გერმანია, სადაც დაახლოებით ერთნაირი აზრი დააფიქსირეს სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის რესპონდენტებმა.

© Sputnikევროპის მცხოვრებლები მიგრანტებთან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესებას აღნიშნავენ
ევროპის მცხოვრებლები მიგრანტებთან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესებას აღნიშნავენ - Sputnik საქართველო
ევროპის მცხოვრებლები მიგრანტებთან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესებას აღნიშნავენ

აშშ-ში მიგრანტებთან დაკავშირებით სიტუაციის გაუარესების შესახებ განაცხადა რესპონდენტების 38%-მა. პოზიტიური ცვლილება აღნიშნა გამოკითხულთა 19%-მა, ხოლო 33% მიიჩნევს, რომ არაფერი შეცვლილა.

გამოკითხვა ფრანგულმა კვლევითმა კომპანია IFop–მა 2016 წლის 22-26 ოქტომბრის პერიოდში ჩაატარა. მასში მონაწილეობდა საფრანგეთში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში შერჩეული 7043 რესპონდენტი.

შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. ცდომილება ზოგადად ქვეყანაში +/- 3,1%–ია სანდოობის 95%–იანი ალბათობით.

ცნობა პროექტ „Sputnik. მნენიას" შესახებ:

ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

Sputnik საქართველო (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. Sputnik – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

„Sputnik.მნენიას“ სხვა კვლევები: 

„Sputnik მნენია": გამოკითხვამ ევროკავშირში ევროსკეპტიკოსების დიდი რიცხვი გამოავლინა

ამერიკელებს საპრეზიდენტო არჩევნების სისტემა არ მოსწონთ

ტერორიზმის საფრთხე ევროპაში მიგრაციულ კრიზისს ამძაფრებს 

ევროპისა და აშშ–ს მოსახლეობა საგარეო პოლიტიკაზე გავლენას ვერ ახდენს

ევროპისა და აშშ–ის მოქალაქეები მხარს უჭერენ რუსეთის ქმედებებს სირიაში

გამოკითხვა: „როგორ აისახება ევროპის უსაფრთხოებაზე ნატოს პუნქტების გახსნა?“

ევროკავშირისადმი იმედგაცრუების შედეგად ევროპაში ოპოზიციის პოპულარობა იზრდება 

ევროპელების 28%-ს მიაჩნია, რომ ევროკავშირმა საკუთარი არმია უნდა შექმნას

ყველა ახალი ამბავი
0