Sputnik-ი ტელეარხ НТВ-ს ნიჭიერთა ახალი შოუს საერთაშორისო პარტნიორი გახდა

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშივადიმ ტაკმენიოვი „ტეფის“ თასით ხელში
ვადიმ ტაკმენიოვი „ტეფის“ თასით ხელში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი რუსული ტელეკომპანია НТВ-ს საბავშვო ვოკალური კუნკურსის Ты суперзвезда! საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა.

თბილისი, 19 დეკემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ი რუსული ტელეკომპანია НТВ-ს საბავშვო ვოკალური კუნკურსის Ты суперзвезда! საერთაშორისო საინფორმაციო პარტნიორი გახდა. კონკურსი 2017 წლის დასაწყისში იღებს სტარტს. Sputnik-ის მკითხველებს ექნებათ შესაძლებლობა, თვალი ადევნონ მონაწილეთა გამოსვლებს და გაეცნონ ექსკლუზიურ ფოტო- და ვიდეოკონტენტს პროექტის შესახებ.

НТВ-ს ახალი პროექტი Ты суперзвезда! მშობლების ზრუნვას მოკლებულ ნიჭიერ ბავშვებს თავის წარმოჩენის შანსს აძლევს. კონკურსის მონაწილეები იქნებიან ბავშვთა სახლებისა და სკოლა-ინტერნატების აღსაზრდელები და ოჯახებში გაშვილებული ბავშვები. პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნების 7-18 წლის მოზარდები საკუთარ ვოკალურ უნარებს პროფესიული ჟიურისა და მილიონობითი მაყურებლის წინაშე წარმოაჩენენ. მათ ასევე ექნებათ შესაძლებლობა, იმუშაონ საუკეთესო მუსიკალურ პროდიუსერებთან და პედაგოგებთან.

საბავშვო კონკურსს Ты суперзвезда! პრემია ТЭФИ-ს მფლობელი ვადიმ ტაკმენიოვი წაიყვანს.

„კასტინგის შესახებ ტელევიზიით გამოვაცხადეთ და ჩვენს მოწოდებას ასობით ბავშვთა სახლი გამოეხმაურა. დაახლოებით 800 განაცხადი მივიღეთ, რომლებითაც სოციალური დაწესებულებების ხელმძღვანელები გვატყობინებდნენ, რომ მათ ჰყავთ ნიჭიერი ბავშვები, რომლებსაც არ აქვთ შესაძლებლობა — მათ შორის, არც ფინანსური — რომ მონაწილეობა მიიღონ სატელევიზიო ნიჭიერთა შოუებში, — განაცხადა ვადიმ ტაკმენიოვმა. — ტელეკომპანია НТВ, გარდა კონკურსში მონაწილეობის მიღებისთვის საჭირო ყველა ხარჯისა, საკუთარ თავზე იღებს ყველა ორგანიზაციულ მომენტსაც — პატარა მონაწილეების ფსიქოლოგიური ადაპტაციის ჩათვლით. ბავშვებს გადაღებებისა და რეპეტიციების პარალელურად სასკოლო პროგრამაშიც ვამეცადინებთ და უამრავ სიურპრიზსაც შევთავაზებთ“.

კონკურსი Ты суперзвезда! რუსეთის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება. ბავშვებს ყველა ეტაპზე თან ახლდებიან მათი კანონისმიერი წარმომადგენლები, სამედიცინო პერსონალი, პედაგოგები და ფსიქოლოგები.

საბავშვო ვოკალურ კონკურსში Ты суперзвезда! მონაწილე ბავშვების მიღება გრძელდება. მასში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია განაცხადის გაგზავნა თქვენთვის მოსახერხებელი ნებისმიერი ფორმით:

— ტელეფონით: +995555908977

— ელექტრონული ფოსტით: news@sputnik-georgia.com

დაწვრილებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ НТВ-ს ვებ-გვერდზე.

მუსიკალური შოუს ახალ ამბებს თვალი ადევნეთ „Sputnik-საქართველოს“ რესურსებზე.

Sputnik საქართველო (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. Sputnik – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0