„Sputnik საქართველო" ჩვენი დროის გმირებზე მოგითხრობთ

© Sputnik / Levan Avlabreliზურაბ მუზაშვილი - ჩვენი დროის გმირი
ზურაბ მუზაშვილი -  ჩვენი დროის გმირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ციკლის პირველი ისტორია მაშველ ზურაბ მუზაშვილს ეძღვნება, რომელმაც 2015 წლის 13 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობის დროს რვა ადამიანი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.

თბილისი, 18 ნოემბერი —  Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველომ" მულტიმედიური პროექტი „ჩვენი დროის გმირი“ დაიწყო, რომელშიც იმ კეთილ ადამიანებზე მოგითხრობთ, რომლებიც თანამედროვეობისთვის გმირობის მაგალითს წარმოადგენენ.

ციკლის პირველი ისტორია მაშველ ზურაბ მუზაშვილს ეძღვნება, რომელმაც 2015 წლის 13 ივნისის დამანგრეველი წყალდიდობის დროს რვა ადამიანი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა.

პროექტი ფოტო- და ვიდეოფორმატში მოგითხრობთ წყალდიდობის ტრაგიკული ღამის შესახებ და გაგაცნობით ზურაბ მუზაშვილის მშობლების, მისი დის, მეწყვილე ლევან კილაძისა და სხვა მეგობრების — იაგო მიშელაშვილის, სოსო მამულაშვილისა და ჯონდო მუზაშვილის მოგონებებს.

„პროექტის პირველი გმირი მაშველი ზურაბ მუზაშვილი შემთხვევით არ გამხდარა. საქართველოს მოსახლეობის მეხსიერებაში თბილისის წყალდიდობის ტრაგედია ყოველთვის დარჩება. მაგრამ უფრო დიდ ხსოვნას იმსახურებენ ისეთი ადამიანები, როგორიც ზურაა. მან რვა ადამიანი გადაარჩინა, თავად კი დაიღუპა, როდესაც მეცხრე ადამიანის გადარჩენას ცდილობდა“, — განაცხადა რესურს „Sputnik საქართველოს“ ხელმძღვანელმა ოქსანა ვოინცევამ. 

ზურაბ მუზაშვილი საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს თანამშრომელი იყო, ის სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“. მის პატივსაცემად ერთ-ერთ ქუჩას ნუცუბიძის პლატოზე ზურაბ მუზაშვილის ქუჩა ეწოდა.

პროექტი „ჩვენი დროის გმირი“ 2017 წლის ბოლომდე გაგრძელდება და საქართველოს სხვადასხვა კუთხის გმირებს გაგაცნობთ. გარდა ამისა, საზოგადოებას „Sputnik საქართველოს“ Facebook-ის გვერდზე შესაძლებლობა ეძლევა გაგვიზიაროს ისტორიები ჩვენი დროის რეალური გმირების — უბრალო ადამიანების შესახებ, რომელთა საქციელი აღფრთოვანებას იმსახურებს. ყველაზე საინტერესო ისტორიები „Sputnik საქართველოს“ პორტალზე გამოქვეყნდება.

„Sputnik საქართველო“ (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. Sputnik – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0