ამერიკელებს საპრეზიდენტო არჩევნების სისტემა არ მოსწონთ

© REUTERS / Carlos Jassoაშშ-ის არჩევნები
აშშ-ის არჩევნები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამასთან ერთად ამერიკელების თითქმის ნახევარს მიაჩნია, რომ მთლიანად უნდა გადავიდნენ სისტემაზე „ერთი ადამიანი - ერთი ხმა“.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების აბსოლუტურ უმრავლესობას (60%) აშშ-ის საარჩევნო სისტემის შეცვლა სურს. ამასთან ერთად ამერიკელების თითქმის ნახევარს (45%) მიაჩნია, რომ მთლიანად უნდა გადავიდნენ სისტემაზე „ერთი ადამიანი — ერთი ხმა“. გამოკითხვა კვლევითმა კომპანია TNS UK-მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ჩაატარა.

კითხვაზე, „ეთანხმებით თუ არა აშშ-ში მოქმედ კენჭისყრის სისტემას“, ამერიკელთა 15%-მა უპასუხა, რომ მათ სურთ კენჭისყრის ახალ სისტემაზე გადასვლა, რომელიც საკუთარ თავში მოქმედ სისტემასა და სისტემას „ერთი ადამიანი — ერთი ხმა“ გააერთიანებს. მხოლოდ ამერიკელთა 22% მიიჩნევს, რომ არსებული სისტემა არ უნდა შეიცვალოს, 16%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს. რესპონდენტების 2%-მა პასუხების სხვა ვარიანტები დაასახელა.

© Sputnikსურთ თუ არა აშშ-ის მაცხოვრებლებს კენჭისყრის მოქმედი სისტემის შეცვლა
სურთ თუ არა აშშ-ის მაცხოვრებლებს კენჭისყრის მოქმედი სისტემის შეცვლა - Sputnik საქართველო
სურთ თუ არა აშშ-ის მაცხოვრებლებს კენჭისყრის მოქმედი სისტემის შეცვლა

აშშ-ის პრეზიდენტი ამომრჩეველთა კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელშიც 538 ამომრჩეველი შედის. თითოეული შტატიდან ამომრჩეველთა რაოდენობა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის დეპუტატებისა და სენატორების ჯამის ტოლია, რომლებსაც თითოეული შტატიდან ირჩევენ. ამას ემატება კიდევ სამი ამომრჩეველი კოლუმბიის ოლქიდან. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის არანაკლებ 270 ხმა უნდა მიიღოს.

გამოკითხვა საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-სთვის კვლევითმა კომპანია TNS UK IFop-მა 3-დან 7 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 18-დან 64 წლამდე ასაკის 1012-მა რესპონდენტმა. გამოკითხვაში მონაწილეები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით ასახავენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.

ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:
ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით. 

Sputnik (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

ყველა ახალი ამბავი
0