ნიკოლოზ ცისკარიძე „Sputnik საქართველოს“ კოლუმნისტი გახდა

© photo: Sputnik / Владимир Вяткин / გადასვლა მედიაბანკშინიკოლოზ ცისკარიძე
ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუბრიკა, რომელიც თვეში ორჯერ განახლდება, მკითხველს მოუთხრობს ნიკოლოზ ცისკარიძის ბიოგრაფიის თბილისურ პერიოდს, მოცეკვავის ცხოვრების ფილოსოფიას, საქართველო-რუსეთის კულტურული ცხოვრების საკითხებსა და მსოფლიო საბალეტო ხელოვნების განვითარების ისტორიებს.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საინფორმაციო სააგენტო და რადიო „Sputnik საქართველოს“ კოლუმნისტიკა მსოფლიო საბალეტო სცენების ვარსკვლავის ნიკოლოზ ცისკარიძის სვეტით შეივსო. რუბრიკა, რომელიც თვეში ორჯერ განახლდება, მოიცავს ცისკარიძის შემოქმედებითი ბიოგრაფიის თბილისურ პერიოდს, მკითხველს წარმოუდგენს მოცეკვავის ცხოვრების ფილოსოფიასა და ასევე მოუთხრობს საქართველო-რუსეთის კულტურული ცხოვრების აქტუალურ საკითხებსა და მსოფლიო საბალეტო ხელოვნების განვითარების ისტორიებს. ცისკარიძის სვეტის პირველი თემა თბილისური ბავშვობის მოგონებები გახდა. მასში ცნობილი მოცეკვავე მკითხველს ასევე გაუზიარებს შემოდგომის დეპრესიასთან გამკლავების მისეულ რეცეპტს. რუბრიკის თითოეული მასალა გაჯერებულ იქნება არტისტის ფოტოებით პირადი არქივიდან და Sputnik Images-ის ფოტობანკიდან.

„სამწუხაროდ, მე დიდი ხნის წინ მოვწყდი თანამედროვე ქართულ ცხოვრებას, მაგრამ სინამდვილეში მართლა მსიამოვნებს, რომ საქართველოში არასდროს ვავიწყდები, მიუხედავად იმისა, რომ იქ დიდი ხანია აღარ ვარ. ამიტომ თუ რაიმე სახის სარგებლის მოტანა შემიძლია, ეს მახარებს. თუ შევძლებ კიდევ ერთხელ განვაცხადო იმ ეროვნების განსაკუთრებულობის შესახებ, რომელსაც მე წარმოვადგენ, ეს სასიამოვნო იქნება ჩემთვის. მიხარია, რომ ამაში მე თქვენი საინფორმაციო რესურსი — „Sputnik საქართველო“ დამეხმარება“, — განაცხადა ნიკოლოზ ცისკარიძემ.

ნიკოლოზ ცისკარიძე
ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
1/3
ნიკოლოზ ცისკარიძე
© ЛИЧНЫЙ АРХИВ Н. ЦИСКАРИДЗЕ ნიკოლოზ ცისკარიძე
ნიკოლოზ ცისკარიძე - Sputnik საქართველო
2/3
ნიკოლოზ ცისკარიძე
© photo: Sputnik / Сергей Компанийченко / გადასვლა მედიაბანკშინ. ცისკარიძე, ბალეტი "ძვირფასეულობა", ი. სტრავინსკის მუსიკაზე, ქორეოგრაფია ჯ. ბალანჩინის.
ნ. ცისკარიძე, ბალეტი ძვირფასეულობა, ი. სტრავინსკის მუსიკაზე, ქორეოგრაფია ჯ. ბალანჩინის. - Sputnik საქართველო
3/3
ნ. ცისკარიძე, ბალეტი "ძვირფასეულობა", ი. სტრავინსკის მუსიკაზე, ქორეოგრაფია ჯ. ბალანჩინის.
1/3
ნიკოლოზ ცისკარიძე
2/3
ნიკოლოზ ცისკარიძე
3/3
ნ. ცისკარიძე, ბალეტი "ძვირფასეულობა", ი. სტრავინსკის მუსიკაზე, ქორეოგრაფია ჯ. ბალანჩინის.

ნიკოლოზ ცისკარიძე — ბალეტის გამოჩენილი მსახიობი, ვაგანოვის სახელობის რუსული ბალეტის აკადემიის რექტორი, მოსკოვის დიდი თეატრის ექს-პრემიერი, ტელეწამყვანი, რუსეთის სახალხო არტისტი, რუსეთის სახელმწიფო პრემიისა და „ოქროს ნიღაბის“ მრავალგზის ლაურეატია.

Sputnik საქართველო (sputnik-georgia.com) — სააგენტომ ქვეყანაში საქმიანობა 2015 წლის მაისში დაიწყო. ის აერთიანებს ამავე სახელწოდების საინფორმაციო პორტალს ქართულ და რუსულ ენებზე და ინტერნეტ-რადიოს. Sputnik – ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში. Sputnik-ის ხელმომწერებს ახალი ამბების მიღება შეუძლიათ 24-საათიან რეჟიმში ინგლისურ, არაბულ, ესპანურ და იტალიურ ენებზე.

ყველა ახალი ამბავი
0