თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. „Sputnik. მნენიას“ გამოკითხვის მონაცემებით, გამოკითხული ამერიკელების უმრავლესობა — 68% მიიჩნევს, რომ შეერთებულმა შტატებმა მთლიანად ან ნაწილობრივ უნდა აკრძალოს საუდის არაბეთის მხარდაჭერა იმ დრომდე, ვიდრე ქვეყანა არ დაამტკიცებს, რომ ის ტერორიზმს არ აფინანსებს. მონაცემები გამოქვეყნდა კვლევის შედეგების საფუძველზე, რომელიც საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის დაკვეთით ბრიტანულმა კომპანია Populus-მა ჩაატარა.
აშშ-ის მცხოვრებლებს მასმედიაში გავრცელებული ჰილარი კლინტონის წერილი შეახსენეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ სპონსორები საუდის არაბეთიდან „მსოფლიოში სუნიტური ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსების ყველაზე დიდ წყაროს“ წარმოადგენენ და შესთავაზეს საკუთარი აზრის დაფიქსირება, თუ როგორი პოლიტიკა უნდა აწარმოოს შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთის მიმართ. ამერიკელთა 12% თვლის, რომ მათ საუდის არაბეთს, როგორც მოკავშირეს, მხარი უნდა დაუჭირონ, ხოლო გამოკითხულთა 20%-მა კი პასუხად „არ ვიცი“ აირჩია.
გამოკითხვა აშშ-ში ბრიტანულმა კვლევითმა კომპანია Populus-მა 2016 წლის მარტში ჩაატარა. გამოკითხვაში 1003-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. შერჩეული რესპონდენტები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით ასახავენ.
ცნობა პროექტ „Sputnik.მნენიას“ შესახებ:
ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. პროექტის პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და Forsa. „Sputnik.მნენიას“ პროექტის ფარგლებში ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.
Sputnik-ი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.