დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 ივნისი

CC0 / Julian Peters / IMG_2874ხომალდი ოკეანეში
ხომალდი ოკეანეში - Sputnik საქართველო, 1920, 07.06.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 7 ივნისია, ორშაბათი. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

დღის პირველი ნახევარი საკმაოდ უჩვეულო იდეებით იქნება აღსავსე. ცინცხალი იდეები შეიძლება მათაც გაუჩნდეთ, ვინც არ გამოირჩევა კრეატიულობით და გამოცდილი გზებით ურჩევნია სიარული. შეიძლება ექსპერიმენტების ჩატარება. ხშირად წარმატებულია ის საქმე, რომელიც დაგეგმილი არ იყო. მოგვიანებით დადგება დრო, რომელიც შეგიძლიათ სრულიად განსხვავებულ ადმაიანებთან შეხვედრებისთვის, საქმიანი ან პირადი ურთიერთობების განსამტკიცებლად გამოიყენოთ.

სიყვარულში იღბლიანი ზოდიაქოს ნიშნები – ვინ შეხვდება თავის მეორე ნახევარს ამ ზაფხულში>>

ვერძი: დღის დასაწყისში ეცადეთ, წვრილმანებზე არ ინერვიულოთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს და მაქსიმალურად მეგობრულად მოიქცეთ. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, შეძლებთ თუ არა თავის გაკონტროლებას. ზედმეტი ემოციებისგან გათავისუფლებაში მარტივი, თქვენთვის ჩვეული სასარგებლო საქმეები დაგეხმარებათ, რომლებიც არანაირ მოულოდნელობას არ გპირდებათ. ბევრად სასიამოვნო იქნება დღის მეორე ნახევარი. საქმეებს წარმატებით გაართმევთ თავს. მოსალოდნელია რომანტიკული სიურპრიზები.

წარმოსახვა პანიკის შეტევისას - Sputnik საქართველო, 1920, 16.07.2020
სიმაღლის, სიბნელის, დახურული სივრცის თუ... ზოდიაქოს ნიშნების ფობიები

კურო: დღის პირველ ნახევარში საკმაოდ დაძაბული იქნება ემოციური ფონი. დიდი ალბათობით, თავს ვერ აარიდებთ მღელვარებასა და განცდებს. მოსალოდნელია უსიამოვნო საუბრები, კამათი. მაგრამ ნეგატიური ტენდენციების გავლენა მალე შემცირდება. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი დროა საქმიანი თვალსაზრისით, ასევე შესაძლებელია სასიამოვნო მოვლენები პირად ცხოვრებაში. შესანიშნავი იქნება იმ ადამიანებთან ურთიერთობები, ვისზეც კარგი შთაბეჭდილების მოხდენა გსურთ.

ტყუპი: ბევრი საინტერესო იდეა გაგიჩნდებათ, რომლებიც ჩვეულებრივ რაღაცებზე განსხვავებულად, ახლებურად შეხედვის საშუალებას მოგცემთ. შესაძლოა, სწორედ დღეს მიხვდეთ, რისი შეცვლა გსურთ ცხოვრებაში და გეგმების შედგენაც დაიწყოთ. არ არის გამორიცხული, რომ რომანტიკულ კავშირში გადაიზარდოს საქმიანი ურთიერთობები. უამრავი სიურპრიზი გელოდებათ, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში. მოულოდნელი მოვლენა, იღბლიანი თანხვედრა დაგეხმარებათ პრობლემის მოგვარებაში, რომელიც ბოლო დროს ცხოვრებას გირთულებდათ.

კირჩხიბი: დღის პირველ ნახევარში შესაძლებელია უსიამოვნო მომენტები, გაუგებრობები; ხანდახან გაგიჭირდებათ თავის გაკონტროლება. წონასწორობიდან შეიძლება ახლობლებმაც გამოგიყვანონ. თანდათანობით გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციები და თქვენ წინაშე ახალი შესაძლებლობები გამოჩნდება. დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ ახალი საქმეების წამოწყება, იმპროვიზირება, ექსპერიმენტების ჩატარება. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 03.10.2018
როდის და რატომ ღალატობენ ზოდიაქოს ნიშნები

ლომი: მშფოთვარე დღეა, მოსალოდნელია უცაბედი მოვლენები, რასაც ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები შეიძლება მოჰყვეს. მოუსმინეთ ინტუიციას. მისი მინიშნებები სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში დაგეხმარებათ. ასე შეძლებთ სერიოზული შეცდომების თავიდან აცილებას და არაკეთილმოსურნეების მიერ დაგებული ხაფანგებისთვის გვერდის ავლას. შესაძლებელია ფინანსური საკითხების იღბლიანად გადაჭრა. კარგი დღეა დოკუმენტებთან მუშაობისთვის.

ქალწული: იღბლიანი დღეა, რომელიც ბევრ საქმეში გპირდებათ წარმატებებს. არ არის საჭირო მარტო მუშაობა – ადვილად იპოვით დამხმარეებსა და მოკავშირეებს. ბევრი თქვენგანი შეძლებს დიდი ხნის ჩანაფიქრის განხორციელებასა და საუკეთესო შედეგების მიღწევას. ჰარმონიულად აეწყობა ურთიერთობები ახლობელ ადამიანებთან. საღამოს კარგი იქნება საოჯახო თათბირის მოწყობა და საერთო გეგმებზე მსჯელობა. თქვენი იდეები მათ ნამდვილად მოეწონებათ.

სასწორი: რაც არ უნდა მოხდეს, კარგი განწყობის შენარჩუნებას შეძლებთ. მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, მაგრამ ისინი ჩანაფიქრის განხორციელებაში ხელს ვერ შეგიშლით. გარშემომყოფებს ძალიან მოსწონთ თქვენი ენთუზიაზმი. ბევრს გაუჩნდება თქვენთან დაახლოების სურვილი. არ არის გამორიცხული, რომ მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებს დაედოს სათავე. მოსალოდნელია ძველ ნაცნობებთან შეხვედრა, რომელთა შესახებ დიდი ხანია არაფერი გსმენიათ.

მეტეორების ნაკადი - Sputnik საქართველო, 1920, 12.07.2018
ქალები, რომელთაც გვერდით ძლიერი მამაკაცი სჭირდებათ - ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მორიელი: ბევრი რამ არ მიდის გეგმის მიხედვით. შესაძლოა, ისეთი მოვლენები მოხდეს, რაც გაიძულებთ, საქმეები გადადოთ, გააუქმოთ შეხვედრები, რომლებსაც მოუთმენლად ელოდებოდით. არ ღირს ნერვიულობა. თუ სწორად მოიქცევით, შეძლებთ ამ ყველაფრის თქვენს სასარგებლოდ შემობრუნებას. სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში და რთულ სიტუაციაში გარკვევაში ძველი ნაცნობები შეიძლება დაგეხმარონ. ახლად გაცნობილებთან კი ფრთხილად იყავით, ასევე სიფრთხილეა საჭირო ფულთან დაკავშირებულ საკითხებში.

მშვილდოსანი: ხელსაყრელი, მრავალფეროვანი და საინტერესო დღე გელოდებათ. გრძნობთ, რომ მთების გადადგმის ძალა შეგწევთ და ეს ასეცაა. ბევრი რამის გაკეთება შეგიძლიათ, მაგრამ პრიორიტეტების განაწილებაში მოიკოჭლებთ. ამ თვალსაზრისით შეიძლება თქვენთვის სანდო და გამოცდილი ნაცნობების რჩევები დაგჭირდეთ. იღბლიანი დღეა ფინანსური კუთხით. შესაძლოა მიიღოთ თანხა. ინტუიცია დაგეხმარებათ იმის გარკვევაში, თუ როდის შეიძლება გარისკვა და როდი – არა. გაგიმართლებთ სიყვარულშიც.

თხის რქა: დღე გამორიჩეული იქნება დაძაბული ემოციური ფონით. ხანდახან გაგიჭირდებათ თავის ხელში აყვანა. ბევრი თქვენგანი იქნება მზად, სულ უბრალო რამეზეც კი „გაწიწმატდეს“, რაც გარშემომყოფებს არ მოეწონებათ. ეცადეთ, ზედმეტი არაფერი თქვათ, დაუკითხავად არავის არაფერი ურჩიოთ. ბევრი უსიამოვნო მომენტის თავიდან აცილებაში ტაქტი და დელიკატურობა დაგეხმარებათ. კარგი იქნება საქმეებზე კონცენტრირება. მიმართეთ ენერგია მშვიდობიან კალაპოტში და მალე დაინახავთ, რომ ვითარება უკეთესობისკენ იცვლება.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.10.2018
სარძლოების საყურადღებოდ: ერიდეთ სადედამთილოს, თუ მისი ზოდიაქოს ნიშანია...

მერწყული: დღის დასაწყისში არ არის გამორიცხული მცირე გაუგებრობები, მაგრამ მთლიანობაში დღე კარგად აეწყობა. შესაფერისი დროა სასარგებლო საქმეების გაკეთებისთვის. შესაძლებლობა მოგეცემათ დაეხმაროთ და მხარში ამოუდგეთ გაჭირვებაში ჩავარდნილ ადამიანებს, ახლობლებს. დღის მეორე ნახევარში თანხის მიღებაა მოსალოდნელი. გექნებათ თქვენთვის სანუკვარი რამის შეძენის შანსი. ასევე არაა გამორიცხული, რომ საჩუქრები მიიღოთ.

თევზები: ხელსაყრელია დღის პირველი ნახევარი. კარგი დროა ახალი საქმეების დასაწყებად, თამამი იდეების განსახორციელებლად. ნაყოფიერად ჩაივლის საქმიანი შეხვედრები, მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები. შეიძენთ ახალ მოკავშირეებსა და მეგობრებს. მოგვიანებით უფრო მშვიდი დრო დადგება. შეგიძლიათ დაისვენოთ, აღიდგინოთ ძალები. ბევრი თქვენგანი გაიხსენებს ძველ გატაცებას, ჰობის, რაც უამრავ დადებით ემოციას გაჩუქებთ.

ყველა ახალი ამბავი
0