დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 31 მაისი

© courtesy of Kinchkha waterfallკინჩხის ჩანჩქერი
კინჩხის ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 31.05.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები

დღეს 2021 წლის 31 მაისია, ორშაბათი. კლებადი მთვარე მერწყულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მთვარე მფარველობს.

კარგი დღეა პრაქტიკული ხასიათის ნებისმიერი საკითხის გადასაწყვეტად. დღეს ყველას ქვს ნაყოფიერად მუშაობის სურვილი. შეიძლება დამოუკიდებლად მუშაობაცა და გუნდთან ერთადაც. ორივე შემთხვევაში შედეგით კმაყოფილი დარჩებით. მოსალოდნელია უკეთესიბისკენ ცვლილებები პირად ურთიერთობებში.

როგორი სიყვარული იციან ზოდიაქოს ნიშნებმა>>

ვერძი: მშვიდი დღე არ გელოდებათ. რთული იქნება განცდებისა და მღელვარებისთვის თავის არიდება. იმის იმედი, რომ გამარჯვებას ადვილად მოიპოვებთ, შეცდომა იქნება. დიდი შრომა მოგიწევთ ამისთვის. ხანდახან შეიძლება გეგმის შეცვლა მოგიწიოთ, თან სწრაფად, რომ იტყვიან, გზადაგზა. მაგრამ სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, რაც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია კარგი სიახლის გაგება მნიშვნელოვან საკითხზე, რომლის გადაწყვეტასაც მოუთმენლად ელოდებოდით.

ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2018
ზოდიაქოს ნიშნების ინტიმური შეთავსებადობა

კურო: ადვილი არ იქნება თავის გაკონტროლება. პირველ რიგში, ბევრი რამ გეგმის მიხედვით არ მიდის; მეორეც – გარშემომყოფები ყოველთვის სწორად ვერ გიგებენ და ამას ხანდახან მდგომარეობიდან გამოჰყავხართ. არის მესამეც – მოულოდნელად ჩნდება პრობლემები იქ, სადაც ყველაზე ნაკლებად ელოდებოდით. ასეთ ვითარებაში რთულია სწორი გადაწყვეტილებების მიღება, მაგრამ თქვენ ამას შეძლებთ. ობიექტურად აფასებთ თქვენს ძალებს, რაც უსიამოვნებების აცილებაში გეხმარებათ.

ტყუპი: სჯობს, არ გადადოთ საქმეები დიდი ხნით. დღის პირველი ნახევარი ძალზე ხელსაყრელი პერიოდია, შეიძლება ახალი საქმეების დაწყება. ასევე შეიძლება გაერთიანება მსგავსი შეხედულებებისა და ინტერესების ადამიანებთან და მათტან ერთად დასახული მიზნების მიღწევა. დღის მეორე ნახევარში ფინანსური პრობლემებია მოსალოდნელი. გაგიჭირდებათ მათი გადაჭრის გზების მოძიება. ენდეთ გამოცდილი და საიმედო მეგობრის რჩევას. საღამოს რომანტიკული სიურპრიზები გელოდებათ.

კირჩხიბი: იღბლიანია დღის პირველი ნახევარი. დროს უქმად არ დაკარგავთ, რადგან ბევრი საქმე გავთ მოსაგვარებელი. დროთა განმავლობაში პოზიტიური ტენდენციების გავლენა მცირდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნებები, გაუგებრობები, მაგრამ სანერვიულო არაფერი გაქვთ – ყველაფერს გაართმევთ თავს. მეტი ყურადღება მიაქციეთ ახლობლებს. მათთან ურთიერთობები დაგეხმარებათ ბევრ ამეს სხვანაირად შეხედოთ და პრობლემის გადაჭრის გასაღები იპოვოთ.

ავიასანახაობა ნატახტრის ცაზე - Sputnik საქართველო, 1920, 30.05.2018
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის იდეალური ასაკი ქორწინებისთვის

ლომი: ბევრი საქმე გაქვთ გასაკეთებელი, ამიტომ უპრიანი იქნება გეგმის შედგენა და მის მიხედვით მოქმედება. ეს თავიდან აგაცილებთ უსიამოვნო მომენტებსა და გაუგებრობებს. დაგეხმარებიან გარშემომყოფები. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, საინტერესო ადამიანების გაცნობა. სწორად მოიქცევით, თუ მათთან თქვენს ყველა საიდუმლოს არ გამოააშკარავებთ, რადგან პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის უტყუარი არაა.  ცოტა მოიცადეთ და აშკარა გახდება, ვინ გახდება თქვენი მეგობარი და ვინ – არა.

ქალწული: კარგი დღე გელოდებათ. ვარსკვლავები თქვენ მხარეს არიან. ეს როგორც თქვენი, ისე სხვების პრობლემების გადასაჭრელად შეგიძლიათ გამოიყენოთ. ზოგიერთმა თქვენგანმა ისეთი საქმეებიც კი შეიძლება დაასრულოს, რომელთა ბოლომდე მიყვანის იმედი უკვე აღარც ჰქონდა. მოსალოდნელია საინტერესო ნაცნობობა. შეგიძლიათ ადამიანების დაინტერესება თქვენი იდეებით. შესაძლებელია თანამშრომლობის დაწყება, რომელიც თქვენ წინაშე ახალ ჰორიზონტებს გახსნის.

სასწორი: დღე კარგად იწყება. დროს უქმად არ კარგავთ. სამწუხაროდ, პოზიტიური ტენდენციების გავლენა თანდათანობით შესუსტდება. შეიძლება გაჩნდეს მცირე უსიამოვნებები, გაუგებრობები. ეს დასახული მიზნების მიღწევაში ხელს არ შეგიშლიათ, მაგრამ ზოგიერთი გეგმის განხორციელების გადადება მოგიწევთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უთანხმოებები ახლობლებთან, მაგრამ სერიოზული კონფლიქტი მოსალოდნელი არაა. მალე შეძლებთ ჰარმონიის აღდგენას მათთან ურთიერთობებში.

ასაკოვანი ადამიანები ველოსიპედებით - Sputnik საქართველო, 1920, 25.09.2019
ღვინოსავით: რაც უფრო ძველია, უფრო კარგია - ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც ლამაზად ბერდებიან

მორიელი: დღის პირველი ნახევარი არცთუ ნაყოფიერად ჩაივლის. ხშირად გიწევთ ყურადღების გადატანა სხვა რაღაცებზე, დროს კარგავთ ფუჭ საუბრებზე ან კამათზე. კარგი იქნება, თუ გვერდით დაგიდგებათ ადამიანი, რომელიც თქვენი საზრუნავის ნაწილს თავის თავზე აიღებს და საჭირო რჩევას მოგცემთ. მოგვიანებით კარგი დრო დადგება საქმიანი ურთიერთობებისთვის. არ არის გამორიცხული საინტერესო წინადადების მიღება თანამშრომლობაზე, მაგრამ სანამ დათანხმდებით, ყველაფერი კარგად გააანალიზეთ.

მშვილდოსანი: დღის დასაწყისში ემოციური ფონი არცთუ სასიამოვნო იქნება. შეიძლება სენტიმენტალური განწყობა შემოგაწვეთ, ბევრი რამ მიიტანოთ გულთან ახლოს, რომლებსაც სხვა დროს საერთოდ არ მიაქცევდით ყურადღებას. მოგვიანებით უფრო მშვიდი პერიოდი დადგება, როდესაც შეძლებთ მნიშვნელოვან საქმეებზე კონცენტრირება. გექნებათ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ურთიერთობის საშუალება. ძალიან კარგი დღეა გულწრფელი საუბრებისთვის, რთული საკითხების განხილვისთვის.

თხის რქა: მშფოთვარე, მაგრამ ძალზე საინტერესო დღეა. დღის პირველ ნახევარში არაა გამორიცხული, რომ სადმე გამგზავრება მოგიწიოთ. შესაძლებელია საინტერესო შეხვედრები, ნაცნობობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თქვენი მეგობრებისგან სრულიად განსხვავდებიან. მათგან ბევრი ახლის გაგება შეიძლება. მოგვიანებით დასვენებისა და ძალების აღდგენის საშუალება გექნებათ. აჯობებს, რომ თუ შორს გზაზე წახვალთ, მარტო არ იყოთ. მოგზაურობა შეიძლება დამღლელი აღმოჩნდეს.

ზოდიაქოს ნიშნები - Sputnik საქართველო, 1920, 25.07.2017
როგორ კარგავენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები

მერწყული: დღე საკმაოდ იღბლიანად იწყება. დღის პირველი პერიოდი კარგია როგორც ადრე დაწყებული საქმეების დასამთავრებლად, ისე ახლის დასაწყებად. თუ დამხმარე ან მოკავშირე დაგჭირდებათ, მათ ადვილად მოძებნით, მაგრამ პასუხისმგებლობა ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე და გადაწყვეტილებებზე თქვენზე დარჩება. მოგვიანებით შეიძლება გარკვეული სირთულეები შეიქმნას, არცთუ მნიშვნელოვანი, მაგრამ მაინც საყურადღებო. სიფრთხილე გმართებთ ფულთან დაკავშირებით. თავი შეიკავეთ დაუგეგმავად რამის ყიდვისგან.

თევზები: ეცადეთ, წვრილმანებზე არ იღელვოთ. დღის დასაწყისი არცთუ მარტივი გელოდებათ. თუ სულიერ წონასწორობას შეინარჩუნებთ და ყველაფერზე არ ინერვიულებთ, მიხვდებით, როგორ უნდა იმოქმედოთ. ზოგიერთ თქვენგანს ცოტაოდენი ეგოიზმი არ აწყენს. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა საინტერესო და სარგებლის მომტანი საქმიანობისთვის. თქვენ ამ საქმეებს ენთუზიაზმით მოეკიდებით და მალე მიაღწევთ წარმატებას.

ყველა ახალი ამბავი
0